როგორც ვეტერენმა ფეხბურთელმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „2030" განაცხადა, ქართული ფეხბურთი დიდი ხანია მძიმე ვითარებაში იმყოფება, რასაც ხელი წინა ხელისუფლების დროს გადადგმულმა გარკვეულმა ნაბიჯებმა შეუწყო.
მიხეილ ყაველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირობებში ქართული ფეხბურთის ყოფას იხსენებს და ამჟამინდელ მგდომარეობასაც მიმოიხილავს.
"წინა ხელისუფლების დროს ვიყავით დარტყმების ქვეშ, ასე ვთქვათ, რეპრესირებულები. ყველას გვახსოვს, როგორ იყო გადაბმული ხელისუფლება და ფეხბურთის ფედერაცია.
ხშირად მესმის, რომ ხელისუფლების მხრიდან არის ჩარევები. ამ დროს კი, წინა ხელისუფლების დროს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პირდაპირ დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტში,თან ჩვენი სასიქადულო ვეტერანების თანდასწრებით."- აღნიშნავს ყაველაშვილი და მიიჩნევს, რომ ფეხბურთის არასწორი მმართველობის შედეგად, ქართველმა საზოგადოებამ ამ სფეროს მიმართ ინტერესი და იმედი დაკარგა.
„პრობლემა არის ნდობაში, რაც დაკარგა ქართულმა ფეხბურთმა გულშემატკივარის წინაშე. თავისით არაფერი ხდება. ეს არასწორი მმართველობის შედეგია.
ჩვენ შევქმენით ქართული ფეხბურთის განვითარების გეგმა და დავარქვით ტალანტების ფაბრიკა. მიზნად ავიღეთ საერთაშორისო დონის ფეხბურთელების აღზრდა."- განაცხადა ყაველაშვილმა.