reportiori.ge - ილია მეორემ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ოჯახი დალოცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:25
რეგიონები
ილია მეორემ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ოჯახი დალოცა
ავტორი:
23 სექტემბერი, 2015. 14:46


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გორისა და ატენის ეპარქიას სტუმრობს. ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა.



უწმინდესი სოფლის ცენტრში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას და მიმდებარე სოფლებიდან ჩასულ მრევლს შეხვდა. შემდეგ კი პატრიარქმა გორისა და ატენის ეპარქიის მმართველთან, მიტროპოლიტ ანდრიასთან და სხვა მღვდელმთავრებთან ერთად მავთულხლართებთან გადაინაცვლა, სადაც 2008 წლის ომის შემდეგ ვანიშვილის ოჯახი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა.



უწმინდესმა 84 წლის დავით ვანიშვილი და მისი მეუღლე დალოცა, ჯვარი, სანთლები და ვერცხლის სამაჯურები წარწერით „უფალო, შეგვიწყალენ", ასევე ოჯახს გარკვეული თანხაც გადასცა.



პატრიარქმა დავით ვანიშვილს სთხოვა, რომ პატრიარქის ნაჩუქარი სანთლები ოჯახში ყოველდღიურად აანთონ.



ძალიან ცუდ დღეში ვართ აქეთ, პატიმრებივით გვიწევს ცხოვრება ჩვენივე სახლში. უახლოესი დასახლებული პუნქტი ჩვენგან ოსური სოფელი წინაგარაა. პურზეც და მარილზეც ამ სოფელში მივდივართ. თუმცა, იქ რუსულ ფულს გვთხოვენ, საიდან უნდა მოვიტანო რუსული ფული, ჩვენ მხოლოდ პენსიას გვაწვდიან ამ ღობიდან და ის ქართული ფულია. ლარით მარილსაც კი არ გვაძლევენ. ახლა ჩემი მეუღლე მეუბნებოდა, აქ რომ მოვედით და გესაუბრებით, საღამოს შეიძლება მოვიდნენ რუსები და ამის გამო პასუხი მოგვთხოვონ", - განაცხადა უწმინდესთან საუბრისას დავით ვანიშვილმა.



პატრიარქმა მავთულხლართების მიღმა მოქცეული ოჯახი დალოცა და დააიმედა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მდგომარეობა მალე უკეთესობისკენ შეიცვლება.

დღესვე პატრიარქი ნიქოზსა და შინდისსაც ეწვევა.



 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016