reportiori.ge - „კახა ებრალიძე ცდილობს, ხელოვნურად დაიჭიროს კონკრეტული კანდიდატის მხარე“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:18
სპორტი
„კახა ებრალიძე ცდილობს, ხელოვნურად დაიჭიროს კონკრეტული კანდიდატის მხარე“
ავტორი:
23 სექტემბერი, 2015. 14:47


„საქართველოს სპორტის საზოგადოება" ეჭვობს, რომ გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი არჩევნებში უხეშად ჩარევას ცდილობს, რაც ორგანიზაციის შეფასებით, ყველა სახის სამართლებრივ ნორმას არღვევს. როგორც „პრაიმტაიმის" პრესკლუბში ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცობეხიამ განაცხადა, კახა ებრალიძე რამდენჯერმე შეეცადა, შეცდომაში შეეყვანა ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი.

 

ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ კახა ებრალიძე ხელოვნურად არიდებს თავს სხდომის დასწრებას, რადგან მან უკვე ყველა სხვა იურიდიული მეთოდით სცადა დაემტკიცებინა, თითქოს მას შეეძლო ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება. ეს არ გამოუვიდა, ამაზე არსებობს ტრიბუნალის გადაწყვეტილება, არსებობს საჯარო რეესტრიდან ამონაწერი. კახა ებრალიძე ხელოვნურად წელავს პროცესს, რაც ჩვენი მხრიდან არის ეჭვის საფუძველი იმისა, რომ ის ცდილობს, უხეშად ჩაერიოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში და ხელოვნურად დაიჭიროს კონკრეტული კანდიდატის მხარე, რაც ბუნებრივია, არღვევს ყველა სახის სამართლებრივ ნორმას", - განაცხადა გიორგი ცობეხიამ.


ორგანიზაცია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დაინტერესდეს რეგიონული ფედერაციების საქმიანობით, კონკრეტულად კი, დელეგატების არჩევის პროცესით.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016