reportiori.ge - პატრიარქი დაცვას: „გააჩერეთ მანქანა, ხალხს მინდა მოვეფერო“...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:45
რელიგია
პატრიარქი დაცვას: „გააჩერეთ მანქანა, ხალხს მინდა მოვეფერო“...
ავტორი:
24 სექტემბერი, 2015. 01:00


"გააჩერეთ მანქანა, ხალხს მინდა მივეფერო" - ასე მიმართა პატრიარქმა თავის დაცვას, რომელიც ცდილობდა, რომ მანქანისთვის, სადაც პატრიარქი იჯდა,  გზა გაეთავისუფლებინა. პატრიარქმა ფანჯარა ჩამოწია, ხალხის წინ მდგარი დაცვა, რომელიც შინდისელებს მოუწოდებდა მანქანას ჩამოცილებოდნენ  თავისთან მიიხმო და ზემოთ აღნიშნული ტექსტით მიმართა. რამდენიმე წუთის განმავლობაში მის გარშემო შეკრებილი ბავშვები და შინდისელი გმირების ოჯახები კიდევ ერთხელ დალოცა.


დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე გორისა და ატენის ეპარქიის სოფლებში, ნიქოზსა და ხურვალეთში ჩაბრძანდა და ადგილობივ მოსახლეობას შეხვდა.


პატრიარქმა მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი ვანიშვილების ოჯახი მოინახულა და მათ საეკლესიო ნივთები და თანხა გადასცა. ილია მეორემ ნიქოზში მშვიდობის პარაკლისი გადაიხადა და მოსახლეობა დალოცა.


"ღმერთმა ინებოს, რომ მალე გამთლიანდეს საქართველო, მალე დაბრუნდეს ჩვენი მიწა-წყალი და ის მწუხარება, რომელიც ჩვენ დღეს გაგვაჩნია, სიხარულად გადაიქცეს", - ბრძანა პატრიარქმა. დღესვე, პატრიარქმა სოფელ შინდისში, იმ ტერიტორიაზე, სადაც 17 შინდისელი გმირი იბრძოდა, ეკლესია და მიმდებარე ტერიტორია აკურთხა და გმირულად დაღუპული ბიჭების საფლავზე პარაკლისი გადაიხადა.


გორის რაინოს სოფელ შინდისში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გმირულად დღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ხსოვნის პატივსაცემად საქველმოქმედო ფონდ "კალას" დაფინანსებით, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აშენდა.


 საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ეკლესია და მიმდებარე ტერიტორია აკურთხა და გმირულად დაღუპული ბიჭების საფლავზე პარაკლისი გადაიხადა.


როგორც ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ შინდისში, ჟურნალისტებთან განაცხადა: "2 წლის წინ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დავიწყეთ ამ ტაძრის მშენებლობა. დარჩენილია პატარა სამუშაოები, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება. დღეს, პატრიარქმა 2008 წლის ომში საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპული ბიჭებისთვის პარაკლისი გადაიხადა. წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, "შინდისის 17 გმირის" ხსოვნისა და მათი სულების მოსაგონებლად იქნა აშენებული".



წყარო



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016