ალბათ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე არასასიამოვნო ხმა დილის მაღვიძარას აქვს. ამ შემთხვევაში ბევრი ჩვენთაგანის სურვილია გამოვრთოთ მაღვიძარა და ტკბილად გავაგრძელოთ ძილი.
Vake-ის შემქმნელებმა კი გადაწყვიტეს, რომ გაღვიძების რიტუალი უკეთესობისკენ შეცვალონ და ახალი ხელსაწყო წარმოადგინეს.
Vake ეს არის ჭკვიანი მაღვიძარა, რომელიც საწოლთან მაგრდება და თქვენს პოზიციას აკონტროლებს. საჭირო დროს კი ის თქვენსკენ თბილ ნათებას და სსიამოვნო მელოდიას გამოუშვებს.
შემქმნელების განცხადებით სპეციალური დიზაინის დახმარებით ნათება და მელოდია იმდენად ზუსტად იგზავნება რომ თქვენს პარტნიორს მშვიდად ძილში ხელს არ შეუშლის.
ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ მასში არ არის ინტეგრირებული კამერა, შესაბამისად არ უნდა გეშინოდეთ, რომ ვიღაცა ხელსაწყოს გატეხავს და კამერის დახმარებით თვალყურს გადევნებთ.
მაღვიძარას გამორთვას ტელეფონზე დაყენებული სპეციალური აპლიკაციის დახმარებით შეძლებთ.
სწორედ მისი დახმარებით შეძლებთ დააყენოთ გაღვიძების დრო და არეგულიროთ მელოდია.