reportiori.ge - სასარგებლო რჩევები: როგორ განვახორციელოთ მიზნები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 04:52
სხვადასხვა
სასარგებლო რჩევები: როგორ განვახორციელოთ მიზნები
ავტორი:
24 სექტემბერი, 2015. 12:03


ალბათ, ყველასთვის ცნობილია ფილმი - „საიდუმლო" (The Secret). ამ შესანიშნავმა ფილმმა უდიდესი წარმატება მოუტანა მათ, ვინც ამ ყოველივეს მნიშვნელობა საფუძვლიანად გაიაზრა. მასში იმალება უდიდესი საიდუმლო, რომელიც დაგვეხმარება მიზნების განხორციელებაში და საბოლოოდ წარმატების მიღწევაში.


აქ ჩამოთვლილია რამდენიმე უმნიშვნელოვანესი დეტალი, რომელიც ყველასათვის ცნობილი არაა. ეს დაგეხმარებათ სამყაროს და საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში, ასევე მიზნების განხორციელებაში.


1. იფიქრეთ, იფიქრეთ და იფიქრეთ! გამუდმებით იფიქრეთ იმაზე, რაც ძალიან გინდათ, რომ მოხდეს. ჩვენ ძირითადად ვფიქრობთ იმაზე, რაც არ გვინდა, რომ განხორციელდეს. მაგრამ სამყაროსთვის არ არსებობს სიტყვა „არ"... რაზეც გამუდმებით ვფიქრობთ, გვინდა თუ არა ეს, უსათუოდ ასე იქნება. აი, მაგალითად: რაღაც მიზეზების გამო არ გვსურს ერთ-ერთი ადამიანის ნახვა, თუნდაც შემთხვევით. დავიწყებთ ფიქრს, ოღონდ ამ ადამიანს არ შევხვდე! და ეს სამყარომ მიიღო. ის ადამიანი აუცილებლად შეგხვდებათ სწორედ მაშინ, როცა ამას არ ელოდებით.


2. სამყარო ბუმერანგივითაა! სამყარო გპასუხობთ ყველა თქვენს ფიქრსა თუ ქმედებაზე, რასაც სამყაროს მიმართ გასცემთ. ნეგატივი ყოველთვის ნეგატივს იზიდავს. შესაბამისად, პოზიტიური - პოზიტიურს.


3. შენი ფიქრი იქცევა ნივთად! ქართულ ენაზე ეს წინადადება კარგად არ გამოითქმის. „your thoughs become things". თუკი ძალიან გინდათ მანქანა, უბრალოდ, იფიქრეთ. დანარჩენს სამყარო გააკეთებს.


4. მადლიერება! იყავი მადლობელი იმისთვის, რაც გაქვს ახლა. თუკი დაიწყებ ფიქრს იმ ყველაფერზე, რისთვისაც ცხოვრებაში მადლობელი ხარ, გაოცდები, რადგან მიიღებ დაუსრულებელ საჩუქარს, სანაცვლოდ მადლიერებისა. უბრალოდ, მოახდინე კონცენტრაცია და დაიწყე მშვიდად და გაწონასწორებულად ფიქრი იმაზე, რაც გინდა, რომ მიიღო (აწმყო დროში) და + აღნიშნე მადლიერება, განიცადე ის გრძნობა, რასაც ამ სურვილის ასრულების შემთხვევაში განიცდიდი და მიიღებ გასაოცარ შედეგს!


5. ფიქრი, ეს შენი სახეა! შენ გარდაიქმნები იმ პიროვნებად, რაც შენს ფიქრებში ბუდობს. მაგრამ ასევე მოიზიდავთ იმავეს, რაზეც ფიქრობთ.


შენიშვნა: ხალხის უმრავლესობას, განსაკუთრებით საქართველოში, არ აინტერესებს ასეთი საკითხი. ხალხი ფიქრობს, როგორ დაუძვრეს პრობლემას, ეს კი ხდება ნეგატიური გზით, ნეგატიური აზროვნებითა და მსჯელობით. ბევრი ამას ზღაპრის დონედ მიიჩნევს, მაგრამ საერთოდ არ გამიჩნდებოდა ამ პოსტის დაწერის სურვილი, რომ არა რეალობა და ექსპერიმენტები საკუთარ თავზე, რაც 100% სიმართლეა. ასე რომ, წარმატებების და მიზნების განხორციელებას გისურვებთ მთელი გულით და სულით!!!


წყარო „B2p.ge"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016