reportiori.ge - გია შარაბიძე: რაჭა-ლეჩხუმის ფედერაციამ დელეგატი კანონის დაცვით აირჩია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:42
სპორტი
გია შარაბიძე: რაჭა-ლეჩხუმის ფედერაციამ დელეგატი კანონის დაცვით აირჩია
ავტორი:
24 სექტემბერი, 2015. 15:46


რაჭა-ლეჩხუმის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი გია შარაბიძე  უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დელეგატის წარდგენა დაღვევების ფონზე მოხდა.


როგორც გია შარაბიძე აცხადებს, სხდომას, სადაც დელეგატის წარდგენა მოხდა, აღმასკომის 4 წევრი ესწრებოდა, რაც სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ დელეგატი არჩეულიყო.


სხდომას არ ესწრებოდა ორი წევრი, საუბარია ცაგერისა და ლენტეხის წარმომადგენლებზე, მათი დასწრების საჭიროება აღარ იყო, თუმცა, ისინი სხდომის შესახებ გაფრთხილებულები იყვნენ. რამე საეჭვო რომ ყოფილიყო, ლენტეხში ან ცაგერში ვერ ჩავიდოდი?! არ ვარ პატარა ბიჭი, 45 წლის კაცი ვარ და ცხოვრებაში ტყუილი არ მითქვამს. სხდომაზე მყოფი ყველა წევრი ეთანხმებოდა ჩემს კანდიდატ ზვიად გილიგაშვილს. არც ცაგერს და ლენტეხს ჰყავდა სხვა კანდიდატურა. ჩვენგან თავდაპირველად დელეგატად უნდა წარდგენილიყო ენრიკო ჩიტალაძე, თუმცა, მან თავისი სურვილით თქვა უარი დელეგატობაზე", - განაცხადა გია შარაბიძემ.


რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი მისი მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებას უარყოფს და აცხადებს, რომ საკუთარ სიმართლეს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, დაამტკიცებს.


ჩემი მხრიდან არანაირ უფლებამოსილების გადაჭარბებას ადგილი არ ჰქონია. ახლა არ მინდა, ვინმეს სახელი დავასახელო, მაგრამ თუ საჭირო გახდება, სადაც გენდომებათ ,იქ წამოვალ და ვიტყვი ყველაფერს. აქამდე ამაზე საუბარიც არ მინდოდა. თუ მე ტყუილს ვამბობ, დამიმტკიცონ, ნერვიულობისგან ღამეები აღარ მძინავს", - აღნიშნა შარაბიძემ


ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, იმ ადამიანების ხელმოწერები, რომლებმაც აღმასკომში დელეგატის უფლებამოსილების შემოწმების მოთხოვნით წერილი შეიტანეს, ყალბია. საუბარია პორფილე კოპალიანზე, დავით ქემოკლიძეზე, რომან კირვალიძესა და ზურაბ ლიპარტელიანზე, რომელთაგანაც მხოლოდ პორფილე კოპალიანია აღმასკომის წევრი.

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ხელოწერები გაყალბებულია, რადგან როდესაც წერილი შევიდა კომიტეტში, ისინი საკუთარ კაბინეტებში ისხდნენ. მე ვნახე ეს ხელმოწერები და ჩემს ოქმებზე არსებულ მათ ხელმოწერებს შევადარე, სრულიად განსხვავებულია. დავამტკიცებ და გამოვააშკარავებ, თუ ვინ არის გამყალბებელი", - აღნიშნა გია შარაბიძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016