reportiori.ge - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფინალურ ეტაპზეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:25
რეგიონები
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფინალურ ეტაპზეა
ავტორი:
24 სექტემბერი, 2015. 18:51


ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე 300 000-ევროიანი დაფინანსების რეალური პრეტენდენტი გახდა, მას შემდეგ რაც  ტურიზმის განვითარების კონცეფცია ჩამოაყალიბა.


გურიის მუნიციპალიტეტები კონკურსში „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბისა" და მისი პარტნიორი ორგანიზაციის - „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" მიერ შეთავაზებული იდეის საფუძველზე ჩაერთვნენ. 



კონკურსი მიზნად ისახავს რეგიონების ტურისტული კერების პოპულარიზაციას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი  არასამთავრობო, მედია და ბიზნესსექტორთან ერთად ტურიზმის განვითარების კონცეფციის ავტორი და წარმდგენი გახდა. 



ტურიზმი არის სფერო, რომელშიც შეიძლება, ეს  ოთხი მოთამაშე გაერთიანდეს. ჩვენი რესურსი შევთავაზეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, რომელმაც იდეა  სიამოვნებით მიიღო, აქტიურად ჩაერთო პროექტში და შედეგად, კონკურსის ფინალურ ეტაპზე მოხვდა. პროექტში გამარჯვების შედეგად მუნიციპალიტეტში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად უპრეცედენტო მასშტაბების სამუშაოები დაიწყება",  - აღნიშნა „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის"  ხელმძღვანელმა მინდია ხინთიბიძემ. 



„სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" ექსპერტის ეველინ შპაიბერის მოდელის მიხედვით კონცეფციის შემუშავებასა და წინასაპროექტო მზადებაში დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით  დარჩია, საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი ნანა თავდუმაძე და ტურიზმის განვითარების განყოფილების თანამშრომლები ჩაერთვნენ. 



პროექტის მონაწილეებმა ტურიზმის განვითარების საკუთარი ხედვა და სტრატეგია პოსტერების სახით წარმოადგინეს. 

 

 

ტურიზმის განვითარება ჩვენთვის ყველაზე მთავარი პრიორიტეტია. სასიხარულო ფაქტია ის, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი კონკურსზე პროექტის ავტორი და წარმდგენი გახდა. პროექტი ტურიზმის განვითარების სამწლიანი სტრატეგიის შემუშავებას გულისხმობს. პირველი წელი მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის კვლევას დაეთმობა. მოხდება პრობლემების პრიორიტეტიზაცია და მათი სელექცია. ინფორმაციის შეგროვების შემდეგ მცირე გრანტების პარალელურად გამოცხადდება ახალი კონკურსები, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლების, ბიზნესსექტორისა და  ცენტრალური ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსდება. შედეგად გაიზრდება არამარტო მუნიციპალიტეტის, რეგიონის ცნობადობაც. შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და საბიუჯეტო შემოსავლები გაიზრდება", - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.



 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016