reportiori.ge - სწავლა 41 000 ლარად - 15 ყველაზე ძვირადღირებული კერძო სკოლა საქართველოში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:51
ინტერვიუ
სწავლა 41 000 ლარად - 15 ყველაზე ძვირადღირებული კერძო სკოლა საქართველოში
ავტორი:
25 სექტემბერი, 2015. 14:00


თბილისი კერძო სკოლების სიუხვით გამოირჩევა. დედაქალაქში 200-მდე კერძო სასწავლებელია, სწავლის წლიური ფასი  ზოგ შემთხვევაში 41 000 ლარსაც კი შეადგენს. „რეპორტიორი" ეცადა, გაერკვია, თუ რით განსხვავდება და რით არის გამორჩეული სკოლები, სადაც სწავლის ღირებულება 3 000 ლარიდან 41 000 ლარამდე მერყეობს.


აქვე გთავაზობთ თბილისის 15 ყველაზე ძვირადღირებული კერძო სკოლის რეიტინგს:



QSI" საერთაშორისო სკოლა - სწავლის ღირებულება 41 174 ლარი


 

„ჩვენი სკოლა საქართველოს განათლების სისტემას არ ექვემდებარება. ეს არის მთავარი განსხვავება. საერთაშორისო აკრედიტაცია გვაქვს მხოლოდ. სკოლაში ძირითადად უცხოელები სწავლობენ. სწავლობენ ისეთი ბავშვები, რომელთა მშობლებიც დროებით არიან საქართველოში ჩამოსული სამუშაოდ და მათ სჭირდებათ საერთაშორისო სტანდარტის სკოლა, რომ სხვა ქვეყანაში გადასვლის შემდეგ პრობლემები არ შეექმნათ. ვინც მსგავსი პირობებით ინტერესდება, იმ მშობლებს მოჰყავთ ბავშვები ჩვენთან სასწავლებლად", - განუცხადა „რეპორტიორს" „QSI"-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.  


 

 

 

 

„ლოგოსი" - სწავლის ღირებულება 9 000 ლარი

 


„პირველ რიგში მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლა ბავშვებს აძლევს არჩევანს, თუ სად გააგრძელონ სწავლა, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, როდესაც სკოლას დაამთავრებს.  მათ არ სჭირდებათ დამატებით მომზადება, რომ საზღვარგარეთ გააგრძელონ სწავლა. სასწავლო პროგრამაში შეტანილი გვაქვს საერთაშორისო ტესტები, როგორიცაა sat-ის, toefel-ის, ielts-ის ტესტები, რომლებიც აუცილებელია საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად. მათ ამ ტესტებში მოსამზადებლად სხვაგან სწავლა აღარ სჭირდებათ. მაგალითად, შარშან 22 ბავშვმა დაამთავრა ჩვენი სკოლა და აქედან 18-მა გააგრძელა სწავლა საზღვარგარეთ. დანარჩენი 4 აქ დარჩა და წამყვან უნივერსიტეტებში ჩააბარეს ძალიან წარმატებით.

 

ასევე, მოწვეული გვყავს საერთაშორისო მასწავლებელთა ჯგუფი. ჩვენ გვყავს პედაგოგები როგორც ბრიტანეთიდან, ისე ამერიკიდან. გვყავს პედაგოგი შვეიცარიიდან. ასე რომ, ჩვენ ვახერხებთ, რომ ბავშვებს საერთაშორისო განათლება მივცეთ.

 

ასევე გვაქვს დამატებითი გაკვეთილების ცხრილი იმ ბავშვებისთვის, რომლებიც რომელიმე საგანში არ არიან სათანადოდ ძლიერები.

 

ჯერჯერობით გვყავს მხოლოდ VII-XII კლასები. მიღება ხდება გამოცდების ჩაბარების საფუძველზე. მათ უწევთ 4 გამოცდის ჩაბარება. ესენია: მათემატიკა, ქართული, ინგლისური და უნარები. ეს არ არის ეროვნული გამოცდების მსგავსი ფორმატი. ჩვენ გვაქვს ჩვენს მიერ შედგენილი ტესტები, რის საფუძველზეც ვიღებთ მოსწავლეებს", - განუცხადა „რეპორტიორს" სკოლა „ლოგოსის" დირექტორმა გიორგი ჩავლეიშვილმა.




იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი - სწავლის ღირებულება 7 900 ლარი

 


„იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის ინფრასტრუქტურა მოიცავს სამ ინდივიდუალურ კორპუსს. შენობები აღჭურვილია თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო კაბინეტებით და ლაბორატორიებით, აქ ასევე განთავსებულია ბიბლიოთეკა, სამლოცველო, სასადილო და სამზარეულო, ექიმის კაბინეტი, ფსიქოლოგის ოთახი. სკოლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს დაცვითი, პერიმეტრული, სახანძრო და გარე ვიდეოკონტროლის სისტემები, 24-საათიანი დაცვის სამსახური.


სკოლის ტერიტორიაზე განთავსებულია ღია და დახურული სპორტული მოედნები, ტრიბუნით, გასახდელებით, საშხაპითა და ინდივიდუალური კარადებით. სკოლას აქვს ღია, ხელოვნური და ბუნებრივი საფარის მოედნები, ჩოგბურთის კორტი, ძიუდოს დარბაზი, საცურაო აუზი, რაგბის კომპლექსი", - წერია სკოლის ვებ-გვერდზე.




გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში - სწავლის ღირებულება 19 000 ლარი

 


„გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა. ყველა საგანი, გარდა ქართული და რუსული ენებისა, ინგლისურად ისწავლება. აკადემიაში მიღების მსურველებმა უნდა ჩააბარონ ტესტები ინგლისურში, მათემატიკასა და ესეს წერაში, აგრეთვე, გაიარონ გასაუბრება მიმღებ კომისიასთან. აკადემიაში სწავლის საშუალება უცხოელ მოსწავლეებსაც ეძლევათ. სპორტული პროგრამა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, სკოლიდან გაუსვლელად ჩაერთონ სპორტის ისეთ სახეობებში, როგორიცაა კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, მინი-ფეხბურთი, აერობიკა, ცეკვა, კლდეზე ცოცვა და სხვა. სასწავლო პროცესის ცენტრალურ ელემენტს ჰარკნესის მეთოდი წარმოადგენს. სწავლების ეს სტილი საყოველთაოდ ცნობილი ფილიპსის ექსეტერის აკადემიიდან (აშშ) არის გადმოღებული.  სკოლის ღირებულებაში შედის აკადემიური, სპორტული და გასართობ-შემეცნებითი პროგრამები, ტრანსპორტირება, კვება, სახელმძღვანელოები და სხვა სასწავლო მასალა, სკოლის ექიმის მომსახურება", - ვკითხულობთ სკოლის ვებ-გვერდზე.




ბრიტანულ-ქართული აკადემია - სწავლის ღირებულება 17 500 - 8 500 ლარი

 

 

„აკადემია მოსწავლეებს სთავაზობს როგორც ქართულ, ასევე ბრიტანულ საერთაშორისო პროგრამებს სკოლამდელ, დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე. ყოველწლიურად აკადემიის კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას საქართველოსა და საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში. დაწყებითი კლასების დიდ ნაწილში განთავსებულია ინტერაქტიული დაფები. აკადემიას ასევე აქვს სათანადოდ აღჭურვილი ხელოვნებისა და მუსიკის ოთახები, კომპიუტერების ლაბორატორია, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, სპორტული დარბაზი და ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს შემეცნებითი, მხატვრული და პროფესიული ლიტერატურის მრავალფეროვან და მრავალრიცხოვან კოლექციას" , - აღნიშნულია სკოლის ვებ-გვერდზე.




ევროპული სკოლა - სწავლის ღირებულება 15 500 - 8 860 ლარი


 

„სკოლა ხელმძღვანელობს საქართველოს განათლებისა და მეციერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმით. სკოლაში ფუნქციონირებს 22 სახელოვნებო, სამეცნიერო და სპორტული კლუბი და სტუდია, მათ შორის თეატრალური და სატელევიზიო სტუდიები. ფუნქციონირებს 300-ადგილიანი კინო-საკონცერტო დარბაზი, 4 საკონფერენციო და სააქტო აუდიტორია, 2 საგამოცდო ოთახი, 4 ისტ-კომპიუტერული კლასი, ორი დიდი ბიბლიოთეკა და ტექნიკურად აღჭურვილი საგნობრივი ლაბორატორიები. ისწავლება უცხო ენები: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, თურქული, იტალიური.   700-ადგილიან სასადილოში მოსწავლეები და თანამშრომლები უზრუნველყოფილი არიან უფასო კვებით და ასევე კაფეტერიის მომსახურებით. მოსწავლებსა და პედაგოგებს ემსახურება სკოლის სატრანსპორტო საშუალებები. კლასში არის არაუმეტეს 12-15 მოსწავლისა. სკოლამდელი აღზრდის ცენტრი 3 წლიდან იღებს ბავშვებს", - წერია სკოლის ვებ-გვერდზე.




კავკასიის ფრანგული სკოლა - სწავლის ღირებულება 12 185 ლარი

 


„კავკასიის ფრანგული სკოლა გახლავთ კერძო დაწესებულება ადგილობრივი სამართლის არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირის სტატუსით და განკუთვნილია 3-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებისათვის. საბავშვო ბაღი, დაწყებითი სკოლა და კოლეჯის მე-6, მე-7 კლასები აღიარებულია საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ. კოლეჯი (მეექვსე-მეცხრე კლასები) 2012-2013 სასწავლო წლიდან ფუნქციონირებს პირდაპირი სწავლების სისტემით. ლიცეუმი ფუნქციონირებს CNED-ის (დისტანციური სწავლების ეროვნული ცენტრის) სისტემით, თითოეულ საგანში პედაგოგიური ასისტენტების მეშვეობით. სკოლის სასწავლო გეგმა შესაბამისობაშია საფრანგეთის განათლების სამინისტროს პროგრამებთან. გაკვეთილების შემდეგ დაწყებითი სკოლის კლასებში დამრიგებლები ყოველკვირეულად უტარებენ დამატებით მეცადინეობებს იმ მოსწავლეებს, რომელთაც გარკვეული სირთულეები აქვთ. ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის გაკვეთილები საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროგრამების შესაბამისობაში უტარდება საქართველოს მოქალაქე მოსწავლეებს.  ინგლისური ენა ისწავლება პირველი კლასიდან, დონეებად გადანაწილებულ ჯგუფებში. დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილების დასასრულს აქვთ ფაკულტატიური აქტივობები და კლუბები", - აღნიშნულია სკოლის ვებ-გვერდზე.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016