reportiori.ge - 54:9- პუმებმა ბორჯღალოსნებს სძლიეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:20
სპორტი
54:9- პუმებმა ბორჯღალოსნებს სძლიეს
ავტორი:
26 სექტემბერი, 2015. 00:18


54:9- რაგბიში არგენტინისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის შეხვედრა ქინგსჰოლმზე, პუმების გამარჯვებით დასრულდა.


ანგარიშში დიდი სხვაობის მიუხედავად, კლასითა და ძალით ბევრად ძლიერ მეტოქესთან „ბორჯღალოსნებმა" ბოლომდე იბრძოლეს. პირველ ნახევარში მეკომ სამი ჯარიმა გაიტანა.


მეორე ნახევარში არბიტრმა ჩვენი კაპიტანი მამუკა გორგოძე რაქში განმეორებით ჯარიმაზე გაასინბინა და კაცნაკლულზე ძალიან გაგვიჭირდა. მითუმეტეს, როდესაც 10 წუთით კაპიტანი და გუნდის ლიდერი აღარ გვყავდა. ამ პერიოდში არგენტინამ მატჩში გარდატეხა შეიტანა. მეორე ტაიმში ლელოს დადებასთან „ბორჯღალოსნები" ახლოს იყვნენ, თუმცა, მსაჯმა შერკინებაში საქართველოს ეროვნული ნაკრები დააჯარიმა და ორი მოგებული დერეფნის შემდეგ, არგენტინელებმა კვლავ ლელო დადეს.


ამრიგად არგენტინამ ბონუსი აიღო. ორი მოგებით ჯგუფში პირველ ადგილზე ზელანდიაა. თითო-თითო მოგებით მეორე-მესამეს არგენტინა და საქართველო იყოფენ. მეოთხეზე ტონგაა, ხოლო მეხუთეზე ნამიბია.


შემდეგ მატჩში, რომელიც 2 ოქტომბერს კარდიფში, მილენიუმ სთედიუმზე გაიმართება, ბორჯღალოსნები მსოფლიო ჩემპიონ „ოლ ბლექს" ერკინებიან.


 

 

 

წყარო


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016