იოდი აუცილებლად უნდა იყოს ყველა ოჯახის აფთიაქში, რადგან იგი მარტო იარების დასამუშავებლად ან ანტისეპტიკურ საშუალებად კი არა გამოიყენება, არამედ უამრავი დაავადების დროსაც შეგვიძლია გამოვიყენოთ.
იოდის ბადის ჯადოსნური თვისებების შესახებ, ალბათ, ყველას გსმენიათ, მაგრამ ბევრმა არ იცის, რა დროს შეიძლება მისი გამოყენება და როგორ...
იოდით შეიძლება:
იოდის დეფიციტის გამოვლენა ორგანიზმში, ხველების მორჩენა, გაციების დამარცხება და სხვა, ოცზე მეტი დაავადების მკურნალობა.
როგორ გავიკეთოთ იოდის ბადე:
ბამბის ჩხირი 5-პროცენტიან იოდში უნდა ჩააწოთ და ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზები "დაიხატოთ" მტკივან ადგილზე. უჯრებს შორის დაშორება დაახლოებით 1 სმ უნდა იყოს.
პლანეტის თითქმის მესამედი მოსახლეობა იოდის ნაკლებობით იტანჯება. მისი ნაკლებობა ორგანიზმში უამრავ საშიშროებას იწვევს. განსაკუთრებით სახიფათოა იოდის ნაკლებობა ფეხმძიმე ქალებისთვის. მათ შეიძლება ფიზიკურად და გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვები ეყოლოთ. იმისათვის, რომ გაიგოთ, აკლია თუ არა თქვენს ორგანიზმს იოდი, ბარძაყის შიდა მხარეს იოდის ბადე დაიხატეთ და დაელოდეთ. თუ 3 საათის გასვლის შემდეგ ბადე უკვალოდ გაქრა, გაიქეცით ექიმთან ანალიზების ჩასაბარებლად და იოდდეფიციტის სამკურნალოდ. თუ ბადემ 6-8 საათი გაძლო, ორგანიზმს იოდის ნაკლებობის მცირე დეფიციტი აქვს და მისი შევსება ზღვის პროდუქტების ჭამით შეგიძლიათ.
ადამიანს, რომელსაც იოდი ნორმაში აქვს, იოდის ბადე მეორე დღემდე არ უნდა გაუქრეს.
იოდის ბადე ხველების დროს კეთდება იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფის ტემპერატურა 38 გრადუსს არ აღემატება. ბადე კეთდება ან ყელზე (ანგინის დროს), ან მკერდზე (ფილტვების ანთების დროს). ადამიანს ეს ადგილები განსაკუთრებით მგრძნობიარე აქვს და პირველი პროცედურისას სხეულზე იოდის მხოლოდ ერთი ხაზი უნდა გაუსვათ. თუ 10-15 წუთის შემდეგ ავადმყოფს არ აღენიშნება წვა ან დისკომფორტი, შეგიძლიათ იოდის ბადე სრულად "დაახატოთ", თანაც დღეში ორჯერ - დილა-საღამოს.
დალურჯებების მორჩენაშიც იოდი დაგეხმარებათ. ამისათვის სასურველი არაა, დალურჯებისთანავე გაიკეთოთ იოდის ბადე. დაზიანებული ადგილი ჯერ ყინულით დაიმუშავეთ და იოდით მკურნალობა მეორე დღეს დაიწყეთ.
იოდის ბადე ფეხმძიმე ქალების დამხმარეც შეიძლება გახდეს, გაციების დროს, როცა წამლების მიღებაში შეზღუდული ხართ ან იმავე იოდის დეფიციტის აღსადგენად. თუმცა, ფეხმძიმემ იოდის გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
წყარო: marao.ge