reportiori.ge - კახეთის რეგიონში გადამუშავდა 78 ათას ტონამდე ყურძენი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 12:42
რეგიონები
კახეთის რეგიონში გადამუშავდა 78 ათას ტონამდე ყურძენი
ავტორი:
28 სექტემბერი, 2015. 12:15


ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 78 ათას ტონამდე ყურძენი. ღვინის ქარხნებში ყურძენი 10 500 მევენახემ ჩააბარა. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა რეგიონში 48 მლნ ლარს მიაღწია.


27 სექტემბერს  დღეღამურად გადამუშავდა 6 981 ტონა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და მიუთითებს, რომ რთველი კახეთში კვლავ აქტიურ ფაზაშია.


ამ დროისთვის გადამუშავებულია  რქაწითელი 36 ათას ტონამდე, საფერავი - 32 ათას ათას ტონამდე, ასევე 1,9 ათასი ტონა  კახური მწვანე და 8,5 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.


რთველი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.


ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 27,2 ათას ტონამდე. კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემები ასე გამოიყურება: თელავი - 16 ათასი ტონა, ყვარელი - 14,4 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,1 ათას ტონა, ლაგოდეხი - 6,2 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,1 ათასი ტონა, ახმეტა - 1,9 ათასი ტონა და საგარეჯო - 2,8 ათასი ტონა.


ყურძნის გადამუშავების პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია ღვინის მწარმოებელი 67 კერძო კომპანია და ასევე  სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო.


რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016