reportiori.ge - 29 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 84 ათასი ტონა ყურძენი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:31
რეგიონები
29 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 84 ათასი ტონა ყურძენი
ავტორი:
29 სექტემბერი, 2015. 12:23


29 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 84 ათასი ტონა ყურძენი.


ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა რეგიონში 52 მლნ ლარს მიაღწია. ღვინის კომპანიებს ყურძენი  11 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.


გადამუშავებულია რქაწითელი - 39,5 ათას ტონა, საფერავი - 33,5 ათას ტონა, 2 ათას ტონამდე კახური მწვანე და 9 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.


ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 29 ათას ტონამდე. დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემებია: თელავი - 17,5 ათასი ტონა, ყვარელი - 15,5 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,3 ათას ტონა, ლაგოდეხი- 6,7 ათასი ტონა, საგარეჯო - 3,5 ათასი ტონა, ახმეტა - 2,2 ათასი ტონა და დედოფლისწყარო - 2,1 ათასი ტონა.


ამ ეტაპზე გადამუშავების პროცესში ჩართულია 67 კერძო და  სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო.


რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტსაიტი www.rtveli2015.gov.ge


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016