reportiori.ge - ეუთო-ს მედიის თავისუფლების ოფისი საქართველოში მიმდინარე პროცესებს დადებითად აფასებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:30
მედია
ეუთო-ს მედიის თავისუფლების ოფისი საქართველოში მიმდინარე პროცესებს დადებითად აფასებს
ავტორი:
29 სექტემბერი, 2015. 13:50


მედიის თავისუფლების საკითხებში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენელი დუნია მიატოვიჩი საქართველოში არსებულ ვითარებას დადებითად აფასებს. აღნიშნულის შესახებ ევროპელმა სტუმარმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

 

 

პარლამენტის პრესცენტრის ცნობით, დუნია მიატოვიჩმა აღნიშნა, რომ  მედიის და გამოხატვის თავისუფლების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები და პროგრესი, არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ განვითარებად ქვეყნებისთვისაც სანიმუშო მაგალითია, რასაც არაერთი საერთაშორისო დასკვნა და მოხსენება ადასტურებს.

 

 

საქართველოში არსებული მედიის და გამოხატვის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი არა რომელიმე ხელისუფლების არამედ საქართველოს მოქალაქეების მიღწევას და წარმატებას წარმოადგენს", - ამბობს მიატოვიჩი.  

 

 

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელი 29-30 სექტემბერს თბილისში დაგეგმილ ყოველწლიურ  სამხრეთკავკასიურ  მედიაკონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

 

 

დუნია მიატოვიჩმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, იტყობინება უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან მოწოდებული პრესრელიზი, ქვეყანაში ბოლო დროს განხორციელებული სამართლებრივი რეფორმების შეფასებისას ყურადღებასაზოგადოებრივი მაუწყებლის" კანონში შეტანილ ცვლილებებსა დაინფორმაციის თავისუფლების შესახებ" მომზადებულ კანონპროექტზე გაამახვილა, რომლიც იუსტიციის სამინისტრომ სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ექსპერტების აქტიური ჩართულობით შეიმუშავა.

 

შეხვედრაზე ევროპელი სტუმარი საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოში არსებული ვაკანტური თანამდებობების საკითხითაც დაინტერესდა და აღნიშნა, რომ ბორდის სრული დაკომპლექტება საზოგადოებრივი მაუწყებლის" მუშაობას კიდევ უფრო დადებითად წარმართავს. დუნია მიატოვიჩი თავისი ოფისის მანდატის ფარგლებში ტელეკომპანიარუსთავი 2"-ის მესაკუთრეთა მიმდინარე სასამართლო დავასაც შეეხო და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე არხმა ოპერირება და ტრანსლირება არ შეწყვიტოს.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ეუთო- წარმომადგენელს საქართველოში მიმდინარე პროცესების მაღალი ინტერესისადმი და აღნიშნა, რომ ოფისის მიერ მომზადებული კონსტრუქციული და დროული მოსაზრებები საქართველოს ხელისუფლებას ყოველდღიურ საქმიანობასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში დიდ დახმარებას უწევს.

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016