reportiori.ge - 5 მხატვარი, რომელიც დიდი ქალაქების ცხოვრების რიტმს გადმოსცემს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 18 თებერვალი, 2025. 18:06
სხვადასხვა
5 მხატვარი, რომელიც დიდი ქალაქების ცხოვრების რიტმს გადმოსცემს
ავტორი:
29 სექტემბერი, 2015. 16:19


ქალაქის ცხოვრება მრავალ სილამაზეს ინახავს: რომანტიკა, ენერგია, საიდუმლოებები. მზის ამოსვლისთანავე იღვიძებს ხმაური და ალიაქოთი - უფროსები მიიჩქარიან სამსახურში, სტუდენტები სასწავლებლებში, ბავშვები სკოლებში, ხოლო შებინდებისას ყველაფერი იცვლება - ინთება ღამის განათებები და ქალაქი საიდუმლო ატმოსფეროთი იტვირთება.



აკვარელის რეალიზმი (ტიერი დიუვალი)

 

 

 

 

 

 

ტიერი დიუვალი - ფრანგი მხატვარი, იგი ბავშვობიდან იყო გატაცებული ამ ხელოვნებით. მან განათლება დეკორატიული ხელოვნების სფეროში მიიღო და ახლა პარიზის ერთ-ერთ სარეკლამო სააგნეტოში მუშაობს ილუსტრატორად, მაგრამ ხატავს იმას, რაც უყვარს: შეყვარებულთა ქალაქი - პარიზი, ვენეცია და სხვა აღმოსავლეთის ქალაქები. ტიერის საღებავების მოხმარების საკუთარი ტექნიკა გააჩნია, რაც ეხმარება ისეთი ნახატების შექმნაში, რომელთაც ჰიპერრეალისტური დეტალიზაციია გააჩნია.




დიდი ქალაქის დინამიკა (ჯერემი მანი)

 

 

 

 

 

ჯერემი მანი, თანამედროვე ამერიკელი მხატვარი, გვევლინება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად სამყაროში. მან საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო კრიტიკოსებისაგან და დიდი აღიარება მოიპოვა კოლექციონერებში. მისმა ერთ-ერთმა ნამუშევარმა კი ჯურნალ „American Art Collector"-ის გარეკანიც შეამკო. მხტავარი საკუთარი სტილით მუშაობს, რაც გვიადვილებს მისი ნამუშევრების გამორჩევას სხვა მხატვრების ქმნილებებისაგან




რიჩარდ მაკნეილის ნათელი ფერები

 

 

 

 

 

 

მხატვარი რიჩარდ მაკნეილი დაიბადა 1958 წელს, ქალაქ ვუსტერში (დიდი ბრიტანეთი). მასზე ცოტა რამ არის ცნობილი, მისი საღებავები ამშვენებს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს, აშშ-ში. მისი ნამუშევრები - ნამდვილი ექსკურსიაა პარიზსა და ნიუ-იორკში. შეუძლებელია ამ სილამაზისთვის თვალის არიდება.

 


ქალაქური ამაოება (კელ გაჯიმი)

 

 

 


ლიბიელი მხატვარი კელ გაჯიმი, დაიბადა 1968 წელს, ქალაქ ტრიპოლში. ის ადრეულ ასაკშივე იყო დაინტერესებული მხატვრობით. როდესაც კელი 10 წლის იყო, მან მხატვრების კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ლიბიელი მხატვარი დღესდღეობით კანადაში ცხოვრობს, ხატავს პეიზაჟებსა, ნატურმორტებს და სულაც არ ანებებს თავს საკუთარ სტილს. კელი მასტიხინითა და ზეთის საღებავებით მუშაობს.


 

ღამის ქალაქის ნათება (ალექსეი ბუტირსკი)

 

 

 

 

 

რუსი მხატვარი ალექსეი ბუტირსკი დაიბადა 1974 წელს, მოსკოვში. მისი მუშაობის მთავარი თემა ურბანული პეიზაჟებია, რომლებსაც ის რეალისტური წესით ქმნის. საკუთარი ტალანტის წყალობით ალექსეი დღესაც მიაკუთვნება რუსი თანამედროვე მხატვრების ელიტას.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016