reportiori.ge - სკანდალი – 6 მილიონი ვალი – რა მემკვიდრეობა ხვდება სფფ-ს ახალ პრეზიდენტს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:47
სპორტი
სკანდალი – 6 მილიონი ვალი – რა მემკვიდრეობა ხვდება სფფ-ს ახალ პრეზიდენტს
ავტორი:
30 სექტემბერი, 2015. 14:11


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვალი 6 მილიონ ლარს შეადგენს. სწორედ ეს მემკვიდრეობა დაუტოვა ზვიად სიჭინავამ და მისმა გუნდმა ახალ პრეზიდენტს, რომელსაც 35 სუბიექტი შაბათს აირჩევს.


ინფორმაცია, რომელიც „პრაიმტაიმმა" მოიპოვა, საკმაოდ სკანდალურია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბუღალტერი „პრაიმტაიმთან" დეტალურად ხსნის, თუ რა ვალზეა საუბარი.


როგორც გაირკვა, კლუბებისთვის გაწეული დახმარება გასულ სეზონში, რომელიც 200-200 ათას ლარს შეადგენდა თითოეულ მათგანზე, მიუხედავად ექს-პრეზიდენტ სიჭინავას მტკიცებისა, ფედერაციას ვალად აწერია და ის ექვს მილიონს შეადგენს.


როგორც სფფ-ს ბუღალტერი ნარგიზ ჩხიკვაძე განამრტავს, თავის დროზე, ის ამ ვალის აღების წინააღმდეგი იყო, მაგრამ აღმასკომზე, სადაც ეს საკითხი გადიოდა, აღმასკომის წევრებმა ხმა არ ამოიღეს, რადგან კლუბების გადაკიდება არავის აწყობდა.  წინ კი არჩევნები იყო.


ნარგიზ ჩხიკვაძე, სფფ-ს ბუღალტერი:


„ფედერაციას რატომ აქვს ვალი და კლუბები რომ დავაფინანსეთ, ამიტომ ავიღეთ ეს ვალი.


-თუმცა, 16 გუნდზე ეს თანხა 3 მილიონ 200 ათასს შეადგენს და არა 6 მილიონს.


- ეს თანხა ევროშია აღებული, 2 მილიონი ავიღეთ ევროში ვალი, 4 მილიონზე მეტი ავიღეთ და კიდევ უეფა-დან რაღაცები.


- ზვიად სიჭინავა თავის დროზე აცხადებდა, რომ ეს არ იყო ვალი და ეს იყო წინასწარ აღებული თანხები, ახლა რატომ გახდა ვალი?


- კი, ამ წუთში ვალი აქვს, ძირითადად კლუბებისთვის მიცემული ფულია ვალი. დანარჩენი უფრო ზვიადს ვკითხოთ. მე აღმასკომის სხდომის წევრებმა რომ მკითხეს, რატომ გაქვს ვალი, სხდომა რომ მიმდინარეობდა, სპეციალურად დავესწარი და დავაფიქსირე ჩემი აზრი.  ვიყავი სატიკი წინააღმდეგი კლუბებისთვის ამ თანხის გადახდისა.


- გვახსოვს თქვენი განცხადებები...


- არავინ არ გამოვიდა იქ, რადგან კლუბების გადაკიდების ყველას ეშინოდა,  რადგან არჩევნები მოდიოდა, პლუს ამას, კლუბები კი არ დააფინანსა ფედერაციამ, არამედ კლუბებისთვის გაისროლა  6 მილიონი ლარი.




წყარო: პრაიმტაიმი

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016