reportiori.ge - ბენია თავბერიძე: გურია ქართული ფეხბურთიდან მოკვეთილია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:22
სპორტი
ბენია თავბერიძე: გურია ქართული ფეხბურთიდან მოკვეთილია
ავტორი:
30 სექტემბერი, 2015. 20:13


გურიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ბენია თავბერიძე ფიქრობს, რომ ტრიბუნალის მიერ გურიის ფედერაციის დელეგატისთვის რეგისტრაციის გაუქმების ფაქტი, არჩევნებზე უარყოფიტად იმოქმედებს.


როგორც ბენია თავბერიძე აცხადებს, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ უნდა ჰქონდეს გურიას არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. 



ძალიან ცუდი ფაქტია, იმიტომ რომ გურიას ხმის უფლება გაუუქმდა. არც ფედერაციას და არც კლუბს, ხმის უფლება არ აქვს. მე ასე ვფიქრობ, რომ გურია ქართული ფეხბურთიდან მოკვეთილია. რატომ არ უნდა ჰქონდეს ხმა და არ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა?! ერთი ხმა გვქონდა და ისიც წაგვართვეს. ეს ფაქტი არჩევნებზე თავისთავად ცუდად იმოქმედებს. გურიას რომ ფეხბურთელები ჰყავდა ბორის პაიჭაძით დაწყებული კოტრიკაძით დამთავრებული, მას რატომ არ უნდა ჰქონდეს ხმა? გურიის ხმა არავის სდომებია, არც ფედერაციას, არც ტრიბულანს. ახლა რაც არ უნდა ვთქვა, ჰაერში გასროლილი სიტყვები იქნება. ძალიან გულსატკენია, რაც მოხდა", - აღნიშნა ბენია თავბერიძემ.



შეგახსენებთ, რომ დღეს საფეხბურთო დავების განმხილველმა ტრიბუნალმა რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის რეგიონული ფედერაციების დელეგატები გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებში ისინი მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016