reportiori.ge - კახა კალაძე „რუსთავი 2“-ზე: სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:47
მედია
კახა კალაძე „რუსთავი 2“-ზე: სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია
ავტორი:
01 ოქტომბერი, 2015. 20:11


ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, ის აჟიოტაჟი, რაც "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით არის შექმნილი რეალობისგან შორსაა, რადგან ხელისუფლება არ ცდილობს რომელიმე ტელევიზიას პრობლემა შეუქმნას. როგორც ვიცე-პრემიერმა ტელეკომპანია "მაესტროს" "კონტაქტში" ჩართვისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდოს.


"ნამდვილად ვერ დავეთანმხები იმ აჟიოტაჟს, რომ ხელისუფლებამ ან რომელიმე გარკვეულმა ჯგუფმა ვერ იგუა პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზია. ეს სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება. ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა. კონკრეტული შეფასებებისგან ამ საქმეზე თავს შევიკავებ, რადგან ეს ერთმა ან მეორე მხარემ შეიძლება აღიქვას ცუდად. სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. წლების განმავლობაში მიჩვეული ვიყავით სხვა ვითარებას, თუმცა 2012 წლის 1 ოქტომბერს ეს რეალობა ყველამ ერთად შევცვალეთ", - განაცხადა კალაძემ.


ცნობისთვის, „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით, რომელიც ტელეკომპანია "საქართველოს" წილების დაყადაღებას ეხება, "რუსთავი 2" დახურა. მისი თქმით, გადაკეტილია ყველა ფინანსური არხი, რომელსაც ტელევიზია ალტერნატივის შემთხვევაში იყენებდა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016