reportiori.ge - „მუნიციპალიტეტში არცერთი პროექტი არ განხორციელდება ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გარეშე“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:43
რეგიონები
„მუნიციპალიტეტში არცერთი პროექტი არ განხორციელდება ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გარეშე“
ავტორი:
02 ოქტომბერი, 2015. 17:54


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით, დაბა ურეკის, ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი დაიწყო.



კულტურის სახლში დაბა ურეკის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოაგილემ კახა ფოცხიშვილმა და შემსრულებელი კომპანიის - „არტ სტუდიოს" არქიტექტორმა გიორგი სულაბერიძემ წარმოადგინეს.



განაშენიანების გენერალური გეგმის განხილვას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, ადგილობრივი მოსახლეობა და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.



გენერალური გეგმაზე მუშაობა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. გეგმარებითი დავალების შემუშავებაში დამკვეთთან და სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს. საკრებულომ დოკუმენტი გამგეობასთან ერთად განიხილა. პროექტი მოწონებულია ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის მიერ.



„მუნიციპალიტეტში არცერთი პროექტი არ განხორციელდება ადგილობრივი მოსახლეობისა და დაინტერესებული პირების ჩართულობის გარეშე. ეს არის კომპლექსური დოკუმენტი, რომელშიც გააზრებულია წინასაპროექტო ეტაპზე მოძიებული და შემუშავებული ინფორმაცია. წარმოდგენილია ზოგადი ზონირება ტურისტულ - სარეკრეაციო კომპლექსის სამომავლო განვითარების შესახებ. პროექტი არ დამტკიცდება მანამ, სანამ არ მოვისმენთ როგორც ადგილობრივი მცხოვრებლების, ასევე ბიზნესმენების, მსხვილი ინვესტორების, მესაკუთრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსაზრებებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის. პროექტის ამოქმედების შემდეგ ურეკი გაცილებით უფრო მიმზიდველი და კომფორტული კურორტი გახდება", - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.


 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016