reportiori.ge - „მას არ უყვარდა თავისი დაბადების დღის აღნიშვნა, საოცრად თავმდაბალი იყო…“ – დღეს გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:58
კულტურა
„მას არ უყვარდა თავისი დაბადების დღის აღნიშვნა, საოცრად თავმდაბალი იყო…“ – დღეს გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა
ავტორი:
02 ოქტომბერი, 2015. 11:16


„- რა არის სიცოცხლე? - სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. - სიკვდილი? - სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა".


დღეს გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა. 1954 წლის 2 ოქტომბერს ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი, გოდერძი ჩოხელი დაიბადა. სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში" დამდგმელ რეჟისორად. 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრი გახდა, ხოლო 1980 წლიდან - კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი. 1997 წლიდან კი მისი მისი მოთხრობები ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა.


„ქალის სიყვარული დასაწყისია იმ დიდი სიყვარულისა, რასაც მარადიული სიცოცხლე ჰქვია".- გოდერძი ჩოხელი.


1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი „წერილი ნაძვებს". წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წელს წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: „ბინდისფერი სოფელი", „თევზის წერილები", „შემინახე,დედაო მიწავ!", „სულეთის კიდობანი", „არჩევნები სასაფლაოზე". ლექსების კრებული „ბედი მდევარი", მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე „შავი არაგვი", რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: „მგელი", და „მღდვლის ცოდვა".


„რაა სიკვდილი? - ზოგისთვის წამი, ზოგისთვის მთელი ცხოვრება. ზოგი დაბადებიდან გრძნობს თანდაყოლილ სიკვდილს და მანამდე აწვალებს ამის შიში, სანამ სულ-ხორცი არ გაეყრება ერთიმეორეს".


გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს ფილმები: „ნამეხარი მუხა", „ადგილის დედა", 1982 წელს გერმანიაში ქ. ობერჰაუზენში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, გრან-პრი მიიღო. მისი ბოლო ნამუშევარია 2003 წელს გადაღებული ფილმი „სიყვარულის ცეცხლი".


„თქვენ გინდათ თავისუფლება და ჩიტად ყოფნას იმიტომ ნატრობთ? მერედა, თუ გიყვართ, რატომ იმონებთ ერთიმეორეს? თავისუფლება კი არა, უფრო მეტად ერთიმეორის დამონება და დამცირება გიყვართ".


მცხეთაში, გოდერძის საფლავზე დღეს, მისი ოჯახი შეიკრიბა. მწერლის შესახებ „კვირა+" მის მეუღლე ნინო მელაშვილი-ჩოხელს ესაუბრა.


„გოდერძის უზარმაზარ დარდად აწვა თავისი ქვეყნის ბედი. მაშინ, როდესაც დავკარგეთ აფხაზეთი, სამაჩაბლო, ძალიან განიცდიდა. მას არ უყვარდა თავისი დაბადების დღის აღნიშვნა, რადგან საოცრად თავმდაბალი ადამიანი გახლდათ. გოდერძის ძალიან რთულ პირობებში მოუწია ცხოვრება, მას ბევრად მეტის გაკეთება შეეძლო, თუმცა, იმ დროს ფილმის გადაღება თითქმის შეუძლებელიც კი იყო. მიუხედავად ამისა, მან თავისი შემოქმედების რაღაც ნაწილის დატოვება მაინც შეძლო. დღეს, როდესაც მცხეთაში ჩასულმა, მის საფლავზე გამოსული უამრავი ადამიანი ვიხილე, ძალიან იმოქმედა ჩემზე. ისინი თავიანთი ნებით ამოვიდნენ საფლავზე და გოდერძის ლექსებს კითხულობენ. გოდერძის ოცნება იყო, რომ საქართველო ფეხზე დამდგარი და გაერთიანებული ეხილა,"- განუცხადა „კვირა+"-ს მწერლის მეუღლემ.


გოდერძი ჩოხელი 2007 წელს გარდაიცვალა, მწერალი მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოშია დაკრძალული. ჩოხში ხვალ „გოდერძობა" აღინიშნება.




წყარო: plus.kvira.ge




 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016