reportiori.ge - „ჟურნალისტები არ ხართ?! გაარკვიეთ!" - დაპირისპირება შოთა არველაძესა და აქციის მონაწილეებს შორის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 12:35
სპორტი
„ჟურნალისტები არ ხართ?! გაარკვიეთ!" - დაპირისპირება შოთა არველაძესა და აქციის მონაწილეებს შორის
ავტორი:
03 ოქტომბერი, 2015. 13:46

 

 

მორიგი შელაპარაკება ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების წინ - სასტუმრო „ჰოლიდეი ინ"-თან შეკრებილებს და ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატ რეზი არველაძის ძმას - შოთა არველაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. შოთა არველაძემ ორგანიზაცია „სპორტის საზოგადოების" წარმომადგენლებს, რომლებიც აქციას მართავდნენ, მიმართა შეკითხვით, თუ ვის დავალებებს ასრულებენ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მიმართა - „როცა ბიჭებს იჭერდნენ, მაშინ არველაძეები გაჩერებულები იყვნენ".


შოთა არველაძემ კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა და განაცხადა, აუცილებელია, მედია დაინტერესდეს - რატომ დააკავეს ერთი დელეგატი და რატომ მოხსნეს 10 დელეგატი.


„ჟურნალისტები არ ხართ?! გაარკვიეთ!" - მიმართა არველაძემ მედიის წარმომადგენლებს.


რამდენიმეწუთიანი პოლემიკის შემდეგ შოთა არველაძემ აქციის ტერიტორიიდან კვლავ სასტუმროს შენობაში გადაინაცვლა.


ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. სასტუმრო „ჰოლიდეი ინ"-ში დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016