reportiori.ge - UEFA-ს ვიცე-პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:48
სპორტი
UEFA-ს ვიცე-პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა
ავტორი:
03 ოქტომბერი, 2015. 20:49


ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების ყრილობაზე UEFA-ს ვიცე-პრეზიდენტმა  გრეგორი სურკისმა UEFA-ს სუპერ თასის მაღალ დონეზე ჩატარებისთვისა და ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერისთვის, საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა. სურკისმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინსიტრს ბიძინა ივანიშვილსა და მოქმედ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ფეხბურთის ფედერაციისთვის გაწეული დახმარებისთვის. როგორც სურკისმა აღნიშნა, ერთობლივი, კონსტრუქციული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ფეხბურთის განვითარებას.


სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ როგორც ცდილობს ფეხბურთის ფედერაცია თამაშის ყველა ასპექტის განვითარებას და შეჯიბრებების საორგანიზაციო საკითხების გაუმჯობესებას. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის წარმატებით განხორციელება, მათ შორის UEFA-უშუალო მონაწილეობით. თქვენთვის ცნობილია, რომ UEFA ახორციელებს საფეხბურთო ინფრასტრუქტურის პირდაპირ ინვესტიციებს, მათ შორის ეს ეხება სტადიონებს და მინდვრებს. თბილისში, UEFA-ინვესტიციის წყალობით, კარდინალურად განახლდა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, რამაც საშუალება მისცა თბილისს UEFA-სუპერ თასის ფინალის მაღალ დონეზე ჩატარება. მე, როგორც ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი, მადლობას გიხდით მატჩის უმაღლეს დონეზე ჩატარებისა და ორგანიზებისთვის. გარდა ამისა, 2013 წელს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ჩატარდა ფუტსალის თასის ფინალი და ახლა ემზადებით 2017 წელს, 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის. პირველად მიიღებს თქვენი ქვეყანა საქართველოს ნაკრების მონაწილეობით ასეთ მაღალ ტურნირს. ეს ყველაფერი მოხდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ფეხბურთის ფედერაციის დიდი მხარდაჭერით, კერძოდ კი ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის მეთაურ ირაკლი ღარიბაშვილის ხელშეწყობით. მთავრობის, ფედერაციისა და UEFA-ეფექტური, ერთობლივი მუშაობა გახდა ამ ყველაფრის ხელშემწყობი. საქართველოში იქმნება მყარი ფუნდამენტი იმისთვის, რომ მომავალში ფეხბურთი კიდევ უფრო განვითარდეს", - განაცხადა გრეგორი სურკისმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016