reportiori.ge - კახეთის რეგიონში გადამუშავდა 119 ათას ტონაზე მეტი ყურძენი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:26
რეგიონები
კახეთის რეგიონში გადამუშავდა 119 ათას ტონაზე მეტი ყურძენი
ავტორი:
06 ოქტომბერი, 2015. 12:19


ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ოქტომბრის 12.00 საათის მონაცემებით, რთველის დაწყებიდან დღემდე კახეთის რეგიონში გადამუშავდა 119 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 81 მლნ ლარს მიაღწია

 

5 ოქტომბერს  დღეღამურად გადამუშავდა 1500 ტონა ყურძენი, რაც მიუთითებს, რომ  კახეთის რეგიონში აქტიურობა თანდათან იკლებს და რთველი კახეთიდან რაჭაში გადაინაცვლებს.

 

ამ დროისთვის გადამუშავებულია:  რქაწითელი - 62,8 ათასი ტონა, საფერავი - 41,4 ათასი ტონა, 2,7 ათასი ტონა  კახური მწვანე და 12,4 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.

 

კახეთში ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი - 39,7 ათასი ტონა, თელავი - 27,8 ათასი ტონა, ყვარელი - 21,4 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,8 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 7,8 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,2 ათასი ტონა, ახმეტა - 4,2 ათასი ტონა და საგარეჯო - 8,4 ათასი ტონა

 

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2-47-01-01 და სპეციალური ინტერნეტ-საიტი www.rtveli2015.gov.ge.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016