სურათების კედლებზე განთავსებით, შესაძლებელია სივრცის, ფერებისა და პროპორციების დაბალანსება. ნუ შეგეშინდებათ, თუკი თქვენი ბიუჯეტი ნამდვილ შედევრებს ვერ სწვდება. იცოდეთ, რომ ჩარჩოთი და კარგად განსაზღვრული ადგილით, კედლის გალერეა აუცილებლად გახდება ეფექტური ფოკუსის წერტილი ინტერიერში.
1. არ ჩამოკიდოთ ხელოვნების ნიმუშები ძალიან მაღლა. ეს გავრცელებული შეცდომაა. იდეალური სიმაღლეა 155-სა და 160-სანტიმეტრს შორის.
2. ჩამოკიდეთ სურათები პროპორციულად და დაიცავით ბალანსი. მაგალითად, თუკი სურათს ბუხრის თავზე კიდებთ, არ დატოვოთ ბევრი ადგილი მათ შორის.
3. ჩამოკიდებამდე, სურათები ჯერ იატაკზე დააწყვეთ და მათ განლაგებაზე კარგად დაფიქრდით.
4. სურათებს საკიდი 2 წერტილში გაუკეთეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, რომელიმე მათგანი ჩამოგივარდეთ ან ხშირად მოგიწიოთ მათი გასწორება.
5. და ბოლოს, კარგად დააკვირდით დასრულებულ ვარიანტს და ენდეთ საკუთარ თვალებს:
წყარო - had.ge მოამზადა - სალომე ლეკიშვილმა