reportiori.ge - 10 მთავარი წესი ოთახის მცენარეების მოსავლელად
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 02:55
სხვადასხვა
10 მთავარი წესი ოთახის მცენარეების მოსავლელად
ავტორი:
06 ოქტომბერი, 2015. 16:00


მყუდრო სახლი წარმოუდგენელია ოთახის მცენარეების გარეშე, რომლებიც არა მხოლოდ ინტერიერს ალამაზებენ, არამედ ესთეტიკურ სიამოვნებასაც გვანიჭებენ. თუმცა, მათი მოვლა ყოველთვის ადვილი როდია. ჩვენ გასწავლით რამდენიმე მარტივ ხერხს, თუ როგორ მოუაროთ ოთახის მცენარეებს სწორად.


1. მცენარე უნდა შეესაბამებოდეს ოთახის მასშტაბებს


თუ მაღალი და დიდი მცენარეები მოგწონთ, გაითვალისწინეთ, რომ ისინი თავისუფლად უნდა თავსდებოდნენ იმ სივრცეში, რომელშიც ადგილს მიუჩენთ. არ დაგავიწყდეთ, მცენარეები იზრდებიან და ზრდასთან ერთად მათ ადგილიც შესაბამისი დასჭირდებათ. ამიტომ, უმჯობესია, განათავსოთ ისინი აივანზე, ხოლო თუკი ოთახში გნებავთ, მაშინ მათთვის დამატებითი სივრცის გამოყოფა მოგიწევთ.



2. მცენარეებს ესაჭიროებათ სინათლე

 

გაითვალისწინეთ, მცენარეები სინათლის მოყვარულები არიან და თუ გსურთ რომ თქვენმა მცენარემ რაც შეიძლება დიდხანს იარსებოს, განათავსეთ ის ფანჯარასთან, აივანზე, ან ნებისმიერ ადგილას, სადაც მზის სხივები აღწევს. გაამახვილეთ ყურადღება, რომ საჭიროა მზის სხივები და არა ხელოვნური განათება. შეარჩიეთ ფანჯარა,რომელიც აღმოსავლეთითაა.




3. სწორი ტემპერატურული რეჟიმი

 

დაბალ ტემპერატურისას, მცენარეებსაც სცივათ და თუკი მათი სახლში ქონა გსურთ, აუცილებლად დააბალანსეთ ჰაერი ისე, რომ მცენარეებმა რაც შეიძლება კომფორტულად იგრძნონ თავი. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ზოგ მცენარეს სიცხე ძალიან არ უყვარს.




4. სინესტე აუცილებელი პირობაა

 

იცოდეთ, სწორი მორწყვა არანაკლებ მნიშვნელოვანია სინათლეზე. დაიმახსოვრეთ, რომ წყალი არ უნდა იყოს ძალიან თბილი, ან ძალიან ცივი, მორწყვის დროს, ყურადღება მიაქციეთ წყლის ნაკადს. ის არ უნდა იყოს ძალიან ძლიერი, ხოლო რა სიხშირით უნდა მორწყათ მცენარე, ეს უკვე მის სახეობაზეა დამოკიდებული.




5. არ დაგავიწყდეთ ფოთლების გაწმენდა

 

ფოთლების გაწმენდა მტვრისა და მავნე მწერებისგან ისეთივე სიხშირითაა აუცილებელი, როგორც მორწყვა.




6. შეარჩიეთ სწორი ნიადაგი

 

სწორი ნიადაგის შერჩევაც ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია, მცენარე იმ ნიადაგში იყოს განთავსებული, რომელიც მისთვის მოსახერხებელია.




7. გადარგეთ ყვავილები, საჭიროების შემთხვევაში

 

ყვავილები პერიოდულად უნდა გადარგოთ სხვა ჭურჭელში. ასე - ნიადაგსაც შეუცვლით და ზრდასთან ერთად დაპატარავებულ ჭურჭელსაც.




8. დაიცავით მავნებლებისგან

 

შეიძინეთ სპეციალური საშუალებები, რომლებიც მცენარეების მავნე მწერებისაგან დაცვაში დაგეხმარებათ, რაც მცენარის ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტიაა.



9. ფხვიერი ნიადაგი

 

ბევრს ავიწყდება, რომ მცენარეებისთვის ფხვიერი ნიადაგის შექმნა აუცილებელია. ხშირი მორწყვისგან ნიადაგი ზედმეტად ტენიანდება და შეიძლება,ეს თქვენს მცენარეს სულაც არ მოეწონოს. ამიტომ, დააწესეთ მორწყვის და ნიადაგის გაფხვიერების რეჟიმი.




10. სიყვარული და ყურადღება ყველას სჭირდება!

 

თუ გადაწყვიტეთ, მცენარეები იქონიოთ, აუცილებლად დაუთმეთ დრო და ენერგია. სხვანაირად ისინი, უბრალოდ, ვერ იარსებებენ.






წყარო: had.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016