reportiori.ge - რაჭაში რთველი იწყება - ერთ კილოგრამ ალექსანდროულსა და მუჯურეთულს სახელმწიფო 5 ლარად ჩაიბარებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:05
რეგიონები
რაჭაში რთველი იწყება - ერთ კილოგრამ ალექსანდროულსა და მუჯურეთულს სახელმწიფო 5 ლარად ჩაიბარებს
ავტორი:
07 ოქტომბერი, 2015. 12:12


სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ რაჭის რეგიონში რთველის დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.



რამდენიმე დღეში რთველი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში დაიწყება. რთველის საორგანიზაციო საკითხები ფაქტობრივად დასრულებულია. ხელისუფლება სრულ მზადყოფნაშია, რომ წლევანდელმა რთველმა ორგანიზებულად ჩაიაროს და მოსავლის რეალიზაცია-დაბინავების პრობლემა არცერთ მევენახეს არ შეექმნას.



ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს ხელშეწყობით  მოსახლეობისგან ყურძნის მიმღები 6 პუნქტი გაიხსნება, რომლებიც 08:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე იმუშავებს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართული იქნებიან   ამპელოგრაფები.



სახელმწიფო მოსახლეობისგან მწიფე (კონდიციურ) 1 კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის  მიღებას  5 ლარად, ხოლო  არაკონდიციური ყურძნის, რომლის შაქრიანობა 21 გრადუსზე ნაკლები იქნება - 3 ლარად მოახდენს.  ძელშავისა და შერეული ჯიშის ყურძენში  სახელმწიფო  70 თეთრს გადაიხდის.



რაჭაში რთველის მიმდინარეობის პერიოდში  იმუშავებს ცხელი ხაზი - 2 47 01 01, სადაც  ყველა დაინტერესებულ პირს რთველთან დაკავშირებულ საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლება. ყურძნის მიღება-გადამუშავების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვას მოსახლეობა ონლაინ რეჟიმში რთველის სპეციალურ ვებგვერდზე   www.rtveli2015.gov.ge შეძლებს.



კახეთის რეგიონში რთველი დასასრულს უახლოვდება. 7 ოქტომბრის 10:00 სთ-ის მონაცემებით, გადამუშავებული 122 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. მათ შორის 65 ათას ტონამდე რქაწითელი,  42 ათას ტონაზე მეტი საფერავი, 3 ათას ტონამდე კახური მწვანე და  12 ათას ტონაზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. ყურძნის გადამუშავებით მიღებულმა შემოსავალმა 82 მლნ ლარს გადააჭარბა.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016