reportiori.ge - გურამ დოჩანაშვილის საჩუქარი 13 ივნისის მოხალისეებს - ახალი წიგნის პრეზენტაცია 10 ოქტომბერს გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 11:08
კულტურა
გურამ დოჩანაშვილის საჩუქარი 13 ივნისის მოხალისეებს - ახალი წიგნის პრეზენტაცია 10 ოქტომბერს გაიმართება
ავტორი:
07 ოქტომბერი, 2015. 13:34


10 ოქტომბერს, 13:30 საათზე, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა" გიწვევთ გურამ დოჩანაშვილის ახალი წიგნის პრეზენტაციაზე.


მწერალი 13 ივნისის მოხალისეებს უძღვნის თავის ახალ წიგნს - „გივიზე", რომლის პერსონაჟიც მწერლის მეგობარი, 13 ივნისს ტრაგიკულად დაღუპული ზოოპარკის თანამშრომელი - გივი დვალია. გივი დვალი თითქმის მთელი ცხოვრება ზოოპარკში მუშაობდა და ცხოვრობდა.


წიგნი გამოსცა გამომცემლობა „მერიდიანმა".


„ყველას, ვინც გულთან მიიტანა ეს ტრაგედია, ვინც მიიჩნევს, რომ თბილისი ერთია, გიწვევთ ზოოპარკში, 10 ოქტომბერს, 13:30 საათზე.

 

გურამ დოჩანაშვილს სურს, პირადად აჩუქოს თავისი ახალი წიგნი ყველა იმ ადამიანს, ვინც 13 ივნისის მოხალისეობრივ ფრონტს შეადგენს.

 

11 ოქტომბრიდან კი ყველა მკითხველს შეუძლია, უფასოდ ჩამოტვირთოს ამ წიგნის ელექტრონული ვერსია saba.com.ge-დან.

 

შემოგვიერთდით, ხმა მიაწვდინეთ ყველა მოხალისეს!" - ნათქვამია facebook-გვერდზე განცხადებაში. 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016