საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს „თბილისიმარიოტში" განუცხადა, რომ საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების მოთხოვნა დავით ნარმანიას გადადგომასთან დაკავშირებით არაადეკვატურია.
„კარგი კითხვა დამისვით, ეს მოთხოვნა არაადეკვატურია", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ქუმსიშვილის განცხადებით, ოპონენტების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე იოსებ გოგაშვილი მერიის საქმიანობაში ერევა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„როგორც კოლეგას, ვიცნობ ბატონ იოსებს. ეს არის პროფესიონალი ადამიანი. მე არანაირი ჩარევა მისი მხრიდან არცერთ თანამდებობაზე არ მინახავს, არც მიგრძვნია და მგონია, რომ ახლაც არანაირად არ ერევა. ამ კაცმა იცის, მისიმანდატი რა არის და რას აკეთებს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.