reportiori.ge - რატომ იეჭვიანა ქაქუცა ჩოლოყაშვილზე მარო თარხნიშვილის მეუღლემ იმ ბანკეტზე, რომელსაც ნოე ჟორდანია თამადობდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:10
სხვადასხვა
რატომ იეჭვიანა ქაქუცა ჩოლოყაშვილზე მარო თარხნიშვილის მეუღლემ იმ ბანკეტზე, რომელსაც ნოე ჟორდანია თამადობდა
ავტორი:
11 ოქტომბერი, 2015. 00:13


იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია ცნობილი ქართველი მომღერლის, მარო თარხნიშვილის მოგონება დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საღამოზე.


1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიმართა კონცერტი და შემდეგ - ბანკეტი. კონცერტში მონაწილეობდნენ: ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ნიკო გოცირიძე, ვასო აბაშიძე, ნინა მაღალაშვილი, ბაუერზაკსი, დები თარხნიშვილები. კონცერტის შემდეგ გამართული სუფრის თამადა იყო ნოე ჟორდანია, „იმ დროის მთავრობა, რა თქმა უნდა, ყველანი იყვნენ".


„ლეკური ითამაშა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა. დამიკრა თავი, არ გამივიდა უარი. როგორც ერთი წრე შემოუარეთ (გვარი არ მახსოვს) მთლიანად ჯარის უფროსმა ჩამოართვა ჩემი თავი... თან მახლდა მეუღლე დიმიტრი ზაალის ძე თარხან-მოურავი. შეიკრა შუბლი, იეჭვიანა ნამდვილათ და ძალიან უსიამოვნოთ გახდა, რამაც ჩემზედ იმოქმედა. ასე ჩუმათ ჩავატარეთ ის წყენა და სახლში მშვიდათ დავბრუნდით".


მოგონება დაცულია მარო თარხნიშვილის პირად ფონდში.


წყარო NSP.ge

(წყარო: http://www.newspress.ge/)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016