reportiori.ge - კახეთი მსოფლიოს 10 ყველაზე დამაინტრიგებელი მეღვინეობის რეგიონებს შორისაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:51
რეგიონები
კახეთი მსოფლიოს 10 ყველაზე დამაინტრიგებელი მეღვინეობის რეგიონებს შორისაა
ავტორი:
12 ოქტომბერი, 2015. 00:46



კახეთი მსოფლიოს 10 ყველაზე დამაინტრიგებელ მეღვინეობის რეგიონებს შორის მოხვდა. რეიტინგი მოგზაურებისთვის პოპულარულმა გზამკვლევმა LonelyPlanet გამოაქვეყნა.


კახეთი ზელანდიის, საფრანგეთის, ესპანეთის, სამხრეთ აფრიკის, ავსტრალიის, არგენტინის, აშშ-სა და კანადას მეღვინეობის რეგიონებს შორის მეშვიდე ადგილზეა.


სტატიაში  ავტორი მიუთითებს, რომ  ქართული ღვინის წარმოების კულტურა უძველესია და კახეთი ქართული მეღვინეობის უმთავრესი ადგილია.


საქართველო აღიარებულია იმ უძველეს კერად, სადაც ველური ვაზი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 ათასი წლის წინ გააშენეს. უმეტეს რეგიონებში ღვინის დამუშავების ტექნოლოგია მას შემდეგ დიდად არ შეცვლილა. ყურძენს აქ ძველებურად ხელით კრეფენ და ხის საწნახელში წურავენ. წვენი ჩადის მიწის ქვეშ მოთავსებულ თიხის ჭურჭელში, ქვევრში, სადაც ის დუღს ყოველგვარი დანამატებისა და მანიპულაციების გარეშე" - წერია სტატიაში.


ავტორი ამ რეგიონის სტუმრებს ურჩევს აუცილებლად დააგემოვნონ ქართული ქვევრის ღვინო.


ქართულმა ღვინომ კიდევ ერთი ცნობილი ამერიკული ჟურნალის VOGUE (ვოგი) ოქტომბრის ნომრის ყურადღება მიიქცია სტატიაში დაივიწყეთ წითელი, თეთრი და ვარდისფერი ღვინოები - ქარვისფერი ღვინო ეს ის ღვინოა, რომელიც უნდა დალიოთ ამ შემოდგომას ყლუპობით". ავტორი მიიჩნევს, რომ ქართველი მეღვინის, იაგიო ბიტარიშვილის მიერ წარმოებული ჩინური, საუკეთესოა ქარვისფერ ღვინოებს შორის.



http://bpi.ge/



 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016