ათწლეულების განმავლობაში, ამანდა სკარპინატი ინახავდა ფოტოებს, რომლებზეც ის სამი თვის ასაკში იყო აღბეჭდილი, ექთანთან ერთად.
1977 წელს, გოგონა მესამე ხარისხის დამწვრობით მიიყვანეს საავადმყოფოში. შემდეგი წლების განმავლობაში, მან რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა და მუდმივად იყო თანაკლასელების დაცინვის ობიექტი. თუმცა, ექთანი, რომელიც მას უვლიდა, ამანდასთვის მხოლოდ მედიცინის მუშაკად არ დარჩენილა.
„მოზარდობის პერიოდში, როდესაც თანაკლასელები მჩაგრავდნენ და დამწვრობის გამო დამცინოდნენ, მე ამ ფოტოებზე აღბეჭდილ ექთანს ვესაუბრებოდი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი, ვინ იყო, მაგრამ ის ისეთი სიყვარულითა და მზრუნველობით მიცქერდა, რომ ეს ქალბატონი ჩემი სულიერი მეგობარი გახდა, უმძიმესი წლების გადატანაში სწორედ ეს ფოტოები მეხმარებოდა.“-თქვა ამანდამ.
20-წლიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, მან სურათები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დახმარება მედიას სთხოვა. მაშინ, სასწაული მოხდა…
რამდენიმე დღის შემდეგ, გოგონამ წერილი მიიღო და ექთანი და პაციენტი ერთმანეთს 38 წლის შემდეგ შეხვდნენ. ეს ნამდვილად გულისამაჩუყებელი მომენტი იყო…