reportiori.ge - ''ქართული დასი'': მოვუწოდებთ კოლეგებს და ტელეკომპანია ''რუსთავი 2''-ს, დაზუსტდეს ინფორმაცია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:40
მედია
''ქართული დასი'': მოვუწოდებთ კოლეგებს და ტელეკომპანია ''რუსთავი 2''-ს, დაზუსტდეს ინფორმაცია!
ავტორი:
13 ოქტომბერი, 2015. 14:52



პარტია „ქართული დასი" განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დღეს ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც საუბარია მედიის დამოუკიდებლობაზე, „ქართულ დასი" არ არის ხელმომწერი, რადგან განცხადების ტექსტს არ იცნობს: 


„დღეს, 13 ოქტომბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „კურიერმა" გაავრცელა ინფორმაცია და ძველი კადრები, „ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას მონაწილეობით.

 

ინფორმაცია შეეხებოდა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მიერ „რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას.

 

ჩვენ ამ განცხადების შინაარს საერთოდ არ ვიცნობთ და შესაბამისად, არც ხელი მოგვიწერია.

 

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ კოლეგებსაც პოლიტიკური პარტიებიდან და ტელეკომპანია „რუსთავი 2"-საც, დაზუსტებულ იქნეს ინფორმაცია და დააკონკრეტდეს განცხადების ავტორი და ხელმომწერი პარტიები", - ნათქვამია პოლიტიკური პარტიის განცხადებაში.


არასაპარლამენტო ოპოზიციამ „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას შეახსენა, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედია - დემოკრატიის ფუნდამენტური ორიენტირია, რომლის არსებობაც, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016