ყვარელში დასრულდა ა(ა)იპ „კავკასიონისა" და „ლიტერატურის განვითარების ფონდის" ლიტერატურული ფორუმი „წიგნის ხე".
ფორუმში მონაწილეობდნენ ბათუმის, ქობულეთისა და შუახევის ლიტერატურული კლუბის წევრები, კლუბ „ზღაურის" წევრები და კონკურს „წიგნის ხეში" გამარჯვებული მოსწავლე ახალგაზრდები.
ფორუმის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდათ მასტერ-კლასები წერის ტექნიკაში, გაეცნენ ქართველი და უცხოელი ავტორების ბიოგრაფიებს და თავად გააცოცხლეს მონაკვეთები მათი შემოქმედებიდან.
პროექტი რამდენიმე ეტაპად ჩატარდა და მისი პარტნიორები იყვნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს „ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდი", აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი და არასამთავრობო ორგანიზაცია CENN.
ფორუმის ბოლოს გაიმართა პროექტ „წიგნის ხეში" გამარჯვებული ახალგაზრდების დაჯილდოება.
გამარჯვებულებს ფასიანი პრიზები და დიპლომები გადასცეს „კავკასიონის" გენერალურმა მდივანმა გენრი დოლიძემ, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორმა ირაკლი ჟორჟოლიანმა და CENN-ის წარმომადგენლებმა.