როგორც ყველასთვის ცნობილია, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში" კატოს როლს კვლავ მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე შეასრულებს. მსახიობმა სერიალი სამი წლის წინ დატოვა და მის ნაცვლად ლელა მებურიშვილი თამაშობდა. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ ლელა „იმედზე" „დღის შოუს" თანაწამყვანი იქნება. ლელა მებურიშვილი ამ თემაზე „კვირის პალიტრას"ესაუბრა.
„როცა კატოს როლი შემომთავაზეს, ჯერ ნინოს დავურეკე. მან მეგობრულად მირჩია, ძალიან კარგი სერიალია და უარი არ თქვაო. სერიალში დაბრუნების შემდეგ მასთან ურთიერთობა არ მქონია... ნინო გაჩეჩილაძის დაბრუნება, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო. ნინო ძალიან უხდება ამ როლს და კარგადაც თამაშობს...
დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ, რომ მე და „ფორმულა კრეატივის" წევრები მეგობრები ვართ. არ მინდოდა სერიალის დატოვება, მაგრამ მომიწია ამ გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, სერიალის შემქმნელებთან უთანხმოება არ მქონია. როცა „იმედმა" თანამშრომლობა შემომთავაზა, ეს ირაკლი საღინაძეს ვუთხარი. დაიწერა, ლელა მებურიშვილი „რუსთავი 2"-დან „იმედზე" გადაბარგდაო, რაც არასწორია. ერთ წელზე მეტია, რაც „რუსთავი 2"-ის თანამშრომელი აღარ ვარ. მე „ფორმულა კრეატივის" თანამშრომელი ვიყავი, რომელიც ქმნის სერიალს „ჩემი ცოლის დაქალები",-ამბობს მებურშვილი.
წყარო: „კვირის პალიტრა"