„ოქროს თვალი" 2015 -კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი 18 ოქტომბერს გაიმართება. მანამდე კი 16დან-18 ოქტომბრამდე11:00 სთ-ზე გაიხსნება სამაუწყებლო ტექნიკის მეორე საერთაშორისო გამოფენა, რომელიც ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდის მიერაა ორგანიზებული.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ ტექნიკის ლიდერი მწარმოებელი კომპანიები (SONY, Panasonic, Canon, Fujifilm, Arri Camera, Arri Lighting, Angenieux,Avid, DJI, Ross Video ა.შ.).
გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია: პრეზენტაციები მწარმოებელი კომპანიებისგან. გათამაშება ქართული კომპანია ინოვატორისგან და ნამუშევრების ღია ჩვენება.
ღონისძიების ფარგლებში 16 ოქტომბერს, 13:00 სთ-ზე, მასტერკლასს ჩაატარებს ექსპერტი ჰოლივუდიდან ბატონი ჰირო ნარიტა (ამერიკის კინოაკადემიის წევრი, ემის 3-გზის ნომინანტი).
მასტერკლასის თემა: გონებისა და შუქის ზღვარი - ურთიერთკავშირი ეკრანზე გამოსახულსა და შესაძლოს შორის (Frame of Mind and Light - Interplay between what is manifested on the screen and what is suggested)
16 ოქტომბერს, 16:30 სთ-ზე აგრეთვე, დაგეგმილია საქართველოს ტელეოპერატორთა გილდიის პრეზენტაცია. გამოფენის ფარგლებში ასევე ჩატარდება გათამაშება, რომელშიც გამოფენის ყველა სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.
გათამაშდება: DJI Phantom 3 Standard (https://www.youtube.com/watch?v=QIav0Qbw55g) ასევე - DJI Phantom 3 Advanced (https://www.youtube.com/watch?v=7jJn7uvqgc0)
ფესტივალის მხარდამჭერები:
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
SONY
Canon
ტელეკომპანია GDS
კომპანია ინოვატორი
ღონისძიებაზე დასწერება თავისუფალია ყველა მსურველისთვის. 16-17 ოქტომბერი -11:00-18:00 თბილისი ივენთ ჰოლი
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://www.imdb.com/name/nm0005812/