reportiori.ge - ასოციაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ ჰუმანიტარული აქცია სოფელ სნოში გამართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:09
რეგიონები
ასოციაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ ჰუმანიტარული აქცია სოფელ სნოში გამართა
ავტორი:
16 ოქტომბერი, 2015. 17:59


2015 წლის 6 ოქტომბერს საერთაშორისო ასოციაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის" ჰუმანიტარული აქცია ჩაატარა ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში.


ასოციაციის წევრთა თორმეტკაციანი ჯგუფი თავმჯდომარის - მაია კვეზერელი-კოპაძის ხელმძღვანელობით ეწვია სნოს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერს.


იღუმენია ნინომ სტუმრებს მოკლედ მოუთხრო მონასტრის დაარსების და დღემდე გაწეული მუშაობის შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა მონასტრის როლი სოფლის მოსახლეობის სულიერ ცხოვრებასა და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში.


მონასტერს შესაწირის სახით გადაეცა კვების პროდუქტები: შაქარი, მაკარონი, ბრინჯი, ზეთი, წიწიბურა და ჰიგიენის საშუალებები. იმავე დღეს ასოციაციის წარმომადგენლებმა მოინახულეს სნოს ვახტანგ გორგასალის სახელობის დარიალის ხეობის მთავარანგელოზის ეკლესია.


აქციაში ასოციაციის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016