reportiori.ge - გაბრიელ შულცი: საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, ინვესტორებისთვის საინტერესო ბაზარია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 01:51
ეკონომიკა
გაბრიელ შულცი: საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, ინვესტორებისთვის საინტერესო ბაზარია
ავტორი:
16 ოქტომბერი, 2015. 22:29


„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში 16 ოქტომბერს გაიმართა პანელი თემაზე „საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები".

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა პანელში მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა ბიზნესმენებმა და ინვესტორებმა. პანელის ერთ-ერთი სპიკერი იყო გაბრიელ შულცი, კომპანია „შულც გლობალ ინვესტმენტის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. გაბრიელ შულცმა ისაუბრა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე და აღნიშნა, რომ ის საინტერესო ბაზარია ინვესტორებისთვის და ძალიან კარგი პოტენციალი აქვს ბიზნესის არაერთი მიმართულებით.


გაბრიელ შულცი: „ჩემი აზრით, საქართველო ძალიან საინტერესო ბაზარია ინვესტორებისთვის, ჩვენ ყველანი აქ იმიტომ ვიმყოფებით, რომ ვიცით, საქართველოს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. ესაა ქვეყანა, რომელიც ცდილობს, რომ შექმნას რაც შეიძლება საუკეთესო გარემო ინვესტორებისთვის. არამარტო  ამ რეგიონში, არამედ ზოგადად მსოფლიოში საქართველო განვითარებად ქვეყნებს შორის არის ყველაზე სწრაფად მზარდი და ინვესტიციებზე, ასევე კლიმატის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული. ამ მხრივ მას ნამდვილად მოწინავე პოზიცია უკავია.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს საკმაოდ დიდი ჰიდროპოტენციალი აქვს - ჩვენ 100 მილიონი დოლარი გამოვყავით მცირე ჰიდროელექტროსადგურებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს საქართველოში ძალიან დიდი პოტენციალი და შესაძლებლობაა. მაგალითად, თუ ევროპაზე გასვლა გინდათ, შესაძლოა, საქართველოში ძალიან კარგად დაიწყოთ ეს საქმიანობა და შემდეგ საქართველოს გავლით გახვიდეთ ევროპაზე, რადგან ნამდვილად ძალიან ხელმისაწვდომია ბევრი პროცედურა, კარგი საგადასახადო რეჟიმები და სისტემაა,  შრომითი ხელის ღირებულებაც მისაღებია. ამდენად, ვფიქრობ, ძალიან ბევრი პლიუსია, რომელიც შესაძლოა, სხვა ქვეყნებში არ არსებობდეს. თან საქართველო მუდმივად მუშაობს უკვე არსებული პროცედურების და სისტემების დახვეწაზე.

ჩვენი გამოცდილებით, საქართველო არის ქვეყანა, რომელშიც შერწყმულია დასავლეთის და აღმოსავლეთის საუკეთესო თვისებები. საქართველო მისი იდენტურობით ევროპული, დასავლური ქვეყანაა და ამავე დროს ძალიან კარგად ესმის აღმოსავლური აზროვნება. ამ ყველაფერს „აბრეშუმი გზის ფორუმზე" კარგად ვხედავთ - მე ვარ ამერიკელი, დასავლეთის ქვეყნიდან ჩამოსული და აქვე აღმოსავლეთის ქვეყნების ძალიან ბევრი წარმომადგენელია.

ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ საქართველოში ჩვენი გამოცდილებით, ის ნამდვილად დადებითია და იმედია, რომ საქართველოში უფორ მეტი ინვესტორი შემოვა და აღმოაჩენს, თუ რამდენად საინტერესო ქვეყანაა.

ჰიდროენერგორესურსების გარდა საქართველოს ასევე ძალიან კარგი პოტენციალი აქვს სასტუმროების და ტურიზმის ბიზნესის თვალსაზრისით. კიდევ ერთი საინტერესო მიმართულება სოფლის მეურნეობის სექტორია, ეს არ გულისხმობს მხოლოდ ღვინოს. მოცემულ სექტორში ძალიან ბევრი კარგი შესაძლებლობები არსებობს".  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016