reportiori.ge - ქიბარ ხალვაში: ხელისუფლების მხრიდან გარანტიების მოძიებას ვერ დავიწყებ, რომ გადავწყვიტო - ვიბრძოლო თუ არ ვიბრძოლო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:26
მედია
ქიბარ ხალვაში: ხელისუფლების მხრიდან გარანტიების მოძიებას ვერ დავიწყებ, რომ გადავწყვიტო - ვიბრძოლო თუ არ ვიბრძოლო
ავტორი:
17 ოქტომბერი, 2015. 10:11


ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „იმედში" „რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ საკითხებზე გააკეთა განმარტებები. ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა გარანტია, რომ ახლანდელი ხელისუფლება მაშინდელივით არ მოახდენს მასზე ზეწოლას, რომ დაიქვემდებაროს „რუსთავი 2" - ბიზნესმენმა უპასუხა, რომ შეეცდება, „რუსთავი 2" იყოს ობიექტური ტელევიზია.


ამისთვის მე ხელისუფლების მხრიდან გარანტიების მოძიებას ვერ დავიწყებ, რომ გადავწყვიტო - ვიბრძოლო თუ არ ვიბრძოლო. თუ ხელისუფლებისგან იქნება წნეხი, შევეცდები, რომ გავუძლო. თავის დროზე ძალიან დიდი დანაშაული ჩავიდინე, როცა არ ვიბრძოლე უფრო ძლიერად იმისთვის, რომ ტელევიზია არ დამეთო, სააკაშვილის მოთხოვნის მიუხედავად. მაშინ ვიფიქრე, რომ რაღაცას დავთმობდი და რაღაცას გადავარჩენდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ერთად დამათმობინეს. მე ხელისუფლების გარანტია მექნება თუ არ მექნება, ამის მიხედვით როგორ უნდა მოვიქცე? მე ვერ გავიგე, რა გარანტია უნდა ავიღო და ვისგან? ამის გარანტიას ვინ მომცემს?

 

მეორე მხარე არის ის, რომ თუ შევადარებთ ახლანდელ და ძველ ხელისუფლებას, ძველი ხელიუფლების ისტორიაში არის „რუსთავი 2"-ის რამდენჯერმე წართმევის და დაბრუნების ფაქტი; „იმედის" დარბევა; ტელეკომპანია „იბერიის", „მაესტროს", სხვა წვრილი მაუწყებლების, გაზეთების, სატელიტური გადამცემების და ა.შ. ნგრევა და ტერორი, რაც დღეს არ ხდება. მე ეს მაძლევს იმის გარანტიას, რომ ცოტა უფრო თავისუფლად ვიყო", - ამბობს ხალვაში.




წყარო: For.ge



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016