reportiori.ge - ილია მეორემ მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია გახსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:27
საზოგადოება
ილია მეორემ მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია გახსნა
19 ოქტომბერი, 2015. 12:32


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ახალგაზრდულ ცენტრში მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, რომელშიც ქართველი და უცხოელი მკვლევარები, მეცნიერები და სასულიერო პირები მონაწილეობენ.



უწმინდესის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ტარდება კონფერენციების სახით საქართველოში.



მაქსიმე აღმსარებელი არის ის წმინდა მამა, რომლის შესახებ ყველაზე მეტად დაინტერესებული არიან მეცნიერები და წარსულშიც და დიდწილად დღესაც განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის ძიება მისი საფლავის, მისი ნაშრომების და შრომების შესახებ. ვფიქრობ, რომ ეს კონფერენცია შეიტანს დიდ წვლილს ამ ძიებაში. წარსულში ამით დაინტერესებულნი იყვნენ ჩვენი პატრიარქები, ასევე ნიკო მარი, კორნელი კეკელიძე და სხვები. თანდათან ჩანს, რომ მაქსიმე აღმსარებელი დასაფლავებულია საქართველოში და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძიება ამ მიმართულებით", - ბრძანა უწმინდესმა.



დღესვე ღონისძიების ორგანიზატორებმა პატრიარქს მაქსიმე აღმსარებლის ხატი და მის შესახებ გამოცემული წიგნიც აჩუქეს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016