ზეციურ სასუფეველში გადასახლდა საუკეთესო ადამიანი, სიყვარულსა და სამშობლოზე მოკრძალებით მლოცველი ნანა გეგია. მისმა ხანმოკლე ცხოვრებამ ღირსეული კვალი დატოვა ქართული ჟურნალისტიკისა თუ სულიერი ცხოვრების ეკლიან გზაზე. ძნელია, წარმოიდგინო საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი ფუტკარივით მოფუსფუსე ამ ადამიანის გარეშე, რომლის განახლება-აღმავლობაშიც თავისი სიცოცხლე გაიღო ხარკად; შეუძლებელია, აუღელვებლად წაიკითხო სულ ახლახან გამოცემული მის წიგნი „მჯდომარე ანასტასია", რომელმაც უფლისადმი ურყევი რწმენა და ჭეშმარიტი სიყვარულის ძალა გვაჩვენა.
„ასავალ-დასავალის" რედაქცია იზიარებს ტელე-რადიოკომპანია „ახალი საქართველოს" პროგრამების რედაქტორის, ღვთივსათნო ადამიანის უამრავი დამფასებლის მწუხარებას მისი მოულოდნელი გარდაცვალების გამო და აანონსებს ახალი საქველმოქმედო ორგანიზაციის შექმნას, რომელსაც ამიერიდან „ნანა გეგია (ანასტასიას) ფონდი" ერქმევა.
წყარო: „ასავალ-დასავალი"