reportiori.ge - კახა კახიშვილი: უცნაური გადაწყვეტილებაა ფინანსური პოლიციიდან პროკურატურაში გადმოსვლა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 02:46
პოლიტიკა
კახა კახიშვილი: უცნაური გადაწყვეტილებაა ფინანსური პოლიციიდან პროკურატურაში გადმოსვლა
08 ნოემბერი, 2013. 14:45

არანაირი შემოთავაზება მთავარი პროკურორის პოსტზე მე არ მქონია - ამის შესახებ განცხადება „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, ექსპერტმა კახა კახიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, პროკურატურამ ბოლო დროს დროს, ფუნქცია დაკარგა და „ყველაფრის კურატორი" უწყება უძლური გახდა.


„კბილაშვილის საქმიანობას ძალიან კრიტიკულად ვუდგებოდი. პროკურატურამ დაკარგა თავის ფუნქცია და ერთ დროს ყველაფრის კურატორი უწყება, ბოლოს უძლური გახდა. უნდა განხორციელდეს სერიოზული საკადრო ცვლილებები, განსასაზღვრია პროკურატურის ადგილი. დღეს მთავარი პროკურორი თავისი რანგით არ უტოლდება ნებისმიერ მინისტრს, დაახლოებით დეპარტამენტის ხელმძღვანელის რანგზეა"- განაცხადა ექსპერტმა. კახა კახიშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ოთარ ფარცხალაძის დანიშვნას უცნაურს უწოდებს.


„მე დღეს წავიკითხე კბილაშვილის შემცვლელის ბიოგრაფია. უცნაური გადაწყვეტილებაა- ფინანსური პოლიცია და პროკურატურა. პროკურატურაში გადმოსვლა ისე, რომ პროკურატურაში ერთი დღეც არ უმუშავია, ცოტა უცნაურია, მე მას წარმატებებს ვუსურვებ. პირველ პერიოდში პროკურატურას ძალიან გაუჭირდება. იმედია, ახლა მაინც, ხალხის ინტერესები გათვალისწინებული იქნება, აუცილებელია სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობის აღდგენაში იგულისხმება, რომ ვისაც წაართვეს ქონება, უნდა დაუბრუნონ, რადგან ეს ადამიანები ამ ყველაფერს ელიან"- განაცხადა კახიშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016