reportiori.ge - „ქველმოქმედება შემოქმედების შემადგენელი ნაწილია...“, - მხატვარი, რომელიც საკუთარ ნამუშევრებს ქველმოქმედებას ახმარს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:44
ინტერვიუ
„ქველმოქმედება შემოქმედების შემადგენელი ნაწილია...“, - მხატვარი, რომელიც საკუთარ ნამუშევრებს ქველმოქმედებას ახმარს...
20 ოქტომბერი, 2015. 13:20


მაკა ქვარცხავამ ხატვა ჯერ გრაფიკული ნამუშევრების შექმნით დაიწყო, შემდეგ კი უკვე აქტუალურად მიჰყო ხელი ტილოზე ზეთის საღებავებით ხატვასაც... მისი ნამუშევრები საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში... თუმცა, ეს მხატვარი ქალბატონი არამარტო საინტერესო და არაჩვეულებრივი ნახატებით გამოირჩევა, არამედ ის საკუთარ ნამუშევრებს ქველმოქმედებასაც ახმარს...


Description: D:REP1Desktop3d.jpg


- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დავამთავრე, ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. გარკვეული პერიოდი არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი, რომელიც ჯანდაცვის საკითხებს მოიცავდა. ზოგადად, ჩანაწერების გაკეთება მიყვარდა, იშვიათად ჩანახატებისაც, თუმცა ზეთით ტილოზე ხატვაზე არც ვფიქრობდი. დაახლოებით, სამი წლის წინ დავინტერესდი 3D გრაფიკული ნამუშევრებით და დავიწყე ხატვა გრაფიკაში.


- ბავშვობაში თუ ხატავდით? და ზოგადად, ამ მხრივ რამე სახის განათლება თუ გაქვთ მიღებული?

 

- არა, არც ბავშვობაში ვხატავდი და არც განათლება მიმიღია ამ კუთხით, თუმცა ზოგადად ფერწერა ყოველთვის და მაინტერესებდა.

 

- რამ გიბიძგათ ხატვისკენ? რა იყო შთაგონების წყარო?

 

Description: D:REP1Desktopbedniereba.jpg

„ბედნიერება"

 

- ასე კონკრეტული ბიძგი ან შთაგონების წყარო არ ყოფილა, ჩანაწერებისა და სკეჩებიდან თავადაც არ ვიცი, როგორ გადავედი გრაფიკული ნახატების შესრულებაზე, სიმართლე გითხრათ, მეგონა, ეს დროებითი ჰობი იყო და ადრე თუ გვიან ხატვის სურვილი გამიქრებოდა, დროს ვერ გამოვნახავდი (რამდენადაც ორი შვილი მყავს 9 და 5 წლის) და თავისთავად დავიწყებას მიეცემოდა. თუმცა ხატვის სურვილი არათუ გამიქრა, პირიქით, ხატვამ ჩემი ცხოვრების უფრო და უფრო დიდი ნაწილი მოიცვა.


ორი წლის წინ, ზეთის საღებავით ხატვა ახალი დაწყებული მქონდა, როდესაც უცხოელმა მეგობარმა ბრიტანეთის ონლაინ-აუქციონის შესახებ მიამბო, აუქციონი თანამედროვე და დამწყებ მხატვართა აღმოჩენის და პოპულარიზაციის მიზნით იმართებოდა.


მეც ერთი ნამუშევარი გავაგზავნე, რომელიც აუქციონზე საკმაოდ წარმატებულად გაიყიდა. ასევე წარმატებულად განხორციელდა ნამუშევრის გაგზავნა ადრესატამდე. ეს ჩემთვის პირველი გამოცდილება იყო და უდიდესი სტიმული შემდეგი ნამუშევრების შექმნაში.


Description: D:REP1Desktop12167359_10153736208914390_863578626_n.jpg

"ზღვარ გავხარ..."



- ამის შემდეგ თუ ყოფილხართ მსგავს აუქციონებზე და თუ გქონიათ პერსონალური გამოფენები?

 

- აუქციონზე აღარ გამიგზავნია, თუმცა ინტერნეტით სხვადასხვა არტ-გვერდის დახმარებით ჩემი ნამუშევრები აშშ-სა და ბრიტანეთში მოხვდა. გამოფენების შესახებ შემოთავაზებები მქონდა და ახლაც მაქვს, მაგრამ ჯერჯერობით ვფიქრობ, რომ ამისთვის საკმარისად მზად არ ვარ.

 


Description: D:REP1Desktop11942281_1028219297230694_3534280865535953325_o.jpg


განწყობის მიხედვით ვხატავ, ხან წიგნების შთაგონებით, მაგრამ იმ ერთი ხაზის საბოლოო მიგნება მჭირდება, რომელიც უფრო უკეთ გამოხატავს ჩემს აზრებს. ხან გამომდის ამ ხაზის პოვნა და ხან მეკარგება. როდესაც იმ ერთ ხაზს  მივაგნებ, მაშინ  პერსონალურ  გამოფენასაც  მოვაწყობ.


- საქართველოში რამდენად იცნობენ თქვენს შემოქმედებას?

 

Description: D:REP1Desktoplu.jpg

 

- საქართველოში მაშინ გამიცნეს, როდესაც სოციალური ქსელით ახალ წელს საქველმოქმედო აქცია გავმართე. აქციის მიხედვით, ნამუშევრების შეძენა მსურველებს იმ ფასად შეეძლოთ, რამდენის სურვილი და საშუალებაც ჰქონდათ (ფასები 50 ლარიდან იწყებოდა)... ამის შემდეგ, მსურველები ხშირად მწერენ და მირეკავენ... შემდეგ წარმოვიდგენ ხოლმე სადმე სულ სხვა სახლის, ოფისის თუ დაწესებულების კედლებზე ჩემს ნამუშევრებს და ეს საოცრად მახარებს. არასდროს არცერთი ნამუშევარი არ მენანება, არ ვთვლი, რომ შვილებივით არიან, თუმცა მათში, რა თქმა უნდა, ჩემი ნაწილია დავანებული, რომელიც სხვადასხვა კედლებს ალამაზებს... ეს შეგრძნება მაბედნიერებს.


ერთ ახალ წელს, როდესაც ჩემი ნახატი სხვას აჩუქეს, ის ადამიანი უზომოდ გახარებული იყო, ამ ნახატმა ახალი წელი გაგვილამაზაო, - გადმომცეს. ჩემთვის საჩუქარიც სწორედ მსგავსი დამოკიდებულებებია.


- რა მიზანს ემსახურებოდა საქველმოქმედო აქცია?

 

- აქცია მრავალშვილიანი (7-შვილიანი) ოჯახის ფინანსურ დახმარებას ემსახურებოდა. ასევე ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრების გადაცემას, რასაც ჩემი ნამუშევრების გულშემატკივრების დახმარებით თავი წარმატებით გავართვი. აქცია ამის შემდეგაც მოვაწყე 13 ივნისის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით. ვთვლი, რომ ამ ამბების კონკრეტულად მოყოლა აუცილებელია არაა, მთავარი ისაა, რომ ჩემი ნამუშევრების და იმ ხალხის წყალობით, რომლებსაც ნახატები მოსწონთ, კარგი საქმეების კეთებაა შესაძლებელი...


- მომვალშიც აპირებთ მსგავსი აქციების ჩატარებას?

 

- დიახ, რა თქმა უნდა, აუცილებლად და ყოველთვის. ხატვა სხვანაირად ვერც წარმომიდგენია, ქველმოქმედება შემოქმედების შემადგენელი ნაწილია...


Description: D:REP1Desktopmindvrad.jpg

„მინდვრად"



- ქალბატონო მაკა, თქვენს ნამუშევრებში განსაკუთრებით შესამჩნევია ქალის ზურგხედი...

 

Description: D:REP1Desktop11225297_1048652341854056_620657681897057351_n.jpg

 

- მართალია, უმეტეს ნამუშევრებში ქალია ასახული, ქალის უკეთ გამეგება და შეიძლება ამიტომ... მისი მოლოდინი, ფიქრი, სევდა, სიჩუმე... „ზურგით ჩუმადაა" მირჩევნია, „ჩემმა ქალმა" ნაკლები ისაუბროს... სახე, მიმიკები, დამოკიდებულებები დაფაროს... დუმილით და სიჩუმით, მოთმინებით ლოდინით, ისაუბროს... შეიძლება სულაც არაფრის ლოდინით... საბოლოო ჯამში ცოტა სევდიანიც გამოვიდა... ის ერთგვარ კვარცხლბეკზე დგას, ითმენს, დუმს და ბოლოს ამით იმარჯვებს, ან უბრალოდ ეს ჩემი სურვილია, რომ ასე იყოს...

 

Description: D:REP1Desktop11959999_1028219800563977_7742206639021528026_n.jpg


- ისინი სხვადასხვა ადამიანები არიან თუ საბოლოო ჯამში ერთი ქალის ისტორიას სხვადასხვა მხირდან აჩვენებთ?... თავად ხომ არ ხართ ის ქალი, რომელიც თქვენს ნამუშევრებშია ასახული?

 

 

- ჩემი ნაწილიც არის მათში, თუმცა სრულად მე ამსახავენ-თქო, ვერ ვიტყოდი... ნამუშევრებში სიჩუმე და იდუმალება უფრო მიზიდავს, ვიდრე ბევრი ლაპარაკი და აშკარა ფაქტები... ჩემი „ზურგის ქალები" მინდა, ქალის ისტორიას ატარებდნენ, ისეთი ქალის, რომელიც სიჩუმით უფრო მეტს იტყვის და გაგრძნობინებს... უბრალოდ ასე - „გარეთ ატლასი, შიგნით ათასი" - ბევრს იტევს და არაჩვეულებრივია...


 

Description: D:REP1Desktop11329742_968227946563163_3671287172693557989_n.jpg

 

- ნახატებში ფერებითაც გამოირჩევით...

 

 Description: D:REP1Desktop11050279_1008014069251217_1212106910868432884_n.jpg

 

- ხშირად ვხატავ (ზეთის საღებავით უფრო, ვიდრე აკრილით ხატვისას) გარდამავალ ფერად ნამუშევრებს, რაც ძალიან მოსწონთ. ხშირად მეუბნებიან, - „შენი ფერები".

 

 

Description: D:REP1Desktop10854350_891109370941688_8055396869807381125_o.jpg    

 

 

ხატვის პროცესში მეც ძალიან მომწონს მათი კონტრასტი, „შემომეხატება" ხოლმე. თუმცა ჩემთან უფრო ახლოა შავის და მეწამულის კონტრასტი... რას გამოხატავს, ზუსტად ვერც ვხვდები, მაგრამ შინაგანად მაინც მძაფრი, მკვეთრი შეხამება უფრო მიზიდავს, ვიდრე გარდამავალ ფერთა გამა.

 

 

Description: D:REP1Desktop11182154_952961584756466_7883535504865258167_n.jpg

 


Description: D:REP1Desktop10940634_901848969867728_1618228174939593086_n.jpg

„მოლოდინი" 

 

 

- იმ მამაკაცების შესახებაც რომ გვიამბოთ, რომლებიც ასევე ფიგურირებენ თქვენს ნახატებში...

 

Description: D:REP1Desktop10511209_786789324707027_654962491318099544_n.jpg

 

- ვფიქრობ, ნახატებში მამაკაცები უფრო ილუზიურები არიან... მეგზურებად სიმარტოვე და გზა რომ აურჩევიათ, ისეთები... მათი ყოფნა ბუნდოვანია როგორც მათთვის, ასევე ჩემთვის..


ნამუშევრების მამაკაცები არ მინდა ჩვეულებრივები იყვნენ.

 

Description: D:REP1Desktop11201625_955405244512100_1289644807706410408_n.jpg


ჩემთვის ხელოვნება იდუმალებასთან ასოცირდება, იდუმალებას კი არაფერი ისე არ უხდება, როგორც სიჩუმე, დაფარვა, სიმარტოვეც (თუმცა ზოგ ნამუშევარში ბევრი მარტოკაცი ფიგურირებს).. ჩემი „მარტოადამიანები" არ არიან აუცილებლად სევდიანები, მოწყენილები... ისინი უფრო ძლიერები არიან და უბრალოდ, მინდა, განსხვავებულები იყვნენ.


Description: D:REP1Desktop10344836_786789011373725_1686002688034463061_n.jpg


საერთო ჩემთანაც აქვთ, რა თქმა უნდა, შესაძლოა, ჩემს შინაგანს ჩამოჰგვანან, ან პირიქით, მინდა, მათსავით მეც უფრო ძლიერი ვიყო, შინაგანად და სულიერად და ამავე დროს უბრალო ვიყო...

 

- განსაკუთრებული გარემო გჭირდებათ ნამუშევრების შექმნის დროს?

 

 

- არა, ხშირად ბავშვებიც იმავე ოთახში არიან, სადაც საწყის მონახაზებს ვასრულებ. თუმცა გარემოზე მეტად განსაკუთრებულად დრო მჭირდება, რადგანაც როცა ხატვას ვიწყებ, შუა გზაში მიტოვება და შემდეგ დღეებში გაგრძელება არ შემიძლია. ღამეც რომ გავათენო, დაწყებული აუცილებლად უნდა დავასრულო, „ერთი ამოსუნთქვით" ან ერთი ამოხატვით...

 

Description: D:REP1Desktopisini.jpg

 


- თქვენი აზრით, მხატვრისთვის დომინანტი რა უნდა იყოს მის შემოქმედებაში?

 

- ჯერ მაინც დამწყები მხატვარი ვარ და ჩემგან ასეთი განაცხადი ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნება. ერთი შემიძლია გითხრათ, „ჩუბჩიკას" (თენგიზ მირზაშვილს) ვიცნობდი საკმაოდ ახლოს (იყო დრო, როცა ნამუშევრებს ხატავდა და მე კედელზე ვკიდებდი). მისი უბრალოება ჩემთვის სამაგალითო იყო. ყველა ადამიანისთვის და მით უფრო ხელოვანისთვის კეთილი გული და უბრალოებაა მთავარი, რადგანაც ეს ადამიანის შინაგანი სამყაროს, მისი სულის განუყოფელი ნაწილია. შემოქმედება... ნამუშევრები... სწორედ სულიდან ამოდის და ალბათ, ასეთი ადამიანის ნამუშევრები თავად ავტორზეც გვიამბობს...

 

Description: D:REP1Desktopmakaaa.jpg

 

"ისინი"

 

 

- რადგან ქალი და მამაკაცი დომინირებენ თქვენს ნამუშევრებში, თქვენი ხედვით, რა არის ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა? რა ქმნის სინთეზს"? და რა ფერებში ხედავთ მათ ურთიეთობას?

 

Description: D:REP1Desktop11891880_1027686963950594_1774718356355397606_o.jpg

 

 

- მხოლოდ ორ ნამუშევარში არიან ქალი და მამაკაცი ჩახუტებულნი, დანარჩენში ცალ-ცალკე მდგომნი... შესაძლოა, ერთმანეთსაც ელიან... ვფიქრობ, მათი ყოფნა ცალკე და შინაგან მაინც ერთად... ეს რაღაც უფრო ღრმაა იდეაში... უფრო დიადი, რომელიც შინაგანად სიძლიერესაც გამოხატავს.

 

Description: D:REP1Desktopmmm.jpg


მათი ურთიერთობა თეთრია (რომელსაც ყველაზე მეტად ვიყენებ), აქვე დავამატებ, როდესაც ჩემი ნამუშევრებისთვის გვერდს ვქმნიდი სახელად, „მაკა StillWhite" - ანუ კვლავ თეთრი ავირჩიე...

 

 

Description: D:REP1Desktopkiss.jpg


- რას ჰპირდებით თქვენი შემოქმედებით დაინტერესებულ ადამიანებს...

 

- ჯერჯერობით, კვლავ ხატვას განვაგრძობ, ახალ ნამუშევრებთან ერთად ახალ-ახალი მიგნებებიც იჩენს თავს... ეს თავისთავად მიმიყვანს პერსონალურ „ერთი მხატვრის გამოფენასთან". ჯერჯერობით კი მზად ვარ, კვლავ სახლში მივიღო ყველა ის ადამიანი, რომელსაც ჩემი ნამუშევრები რაღაცას ახსენებს,.. სულიერად ახლოსაა ან უბრალოდ მოსწონს...

 

 

Description: D:REP1Desktop12170604_10153736221389390_1583272891_n.jpg

 

პირველი გრაფიკული ნამუშევარი „ხელები"

 

Description: D:REP1Desktop1382845_632609196791708_539380301_n.jpg

 

 

Description: D:REP1Desktop10344836_786789011373725_1686002688034463061_n.jpg

 

მოდი ამხსენი ეს სიყვარული, და ამ მხრებზე ზეცას შევიდგამ"

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016