reportiori.ge - აქა ამბავი არაბი შეიხის თაღლითური „ვნებისა“!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:04
მთავარი თემა
აქა ამბავი არაბი შეიხის თაღლითური „ვნებისა“!
ავტორი:
21 ოქტომბერი, 2015. 03:19


2015 წლის დასაწყისში საქართველოში ჩამოვიდა შეიხი შავან აბდულ ჰადი სუფან ალ აჰბაბი და მისი წარმომადგენელი აზერბაიჯანის მოქალაქე ისრაელ ახმედოვი საინვესტიციო კომპანიით „ისრაელ ახმედოვ ინვესტმენტი" და „მურად მი ჰოლდინგი".


როგორც ისინი აცხადებდნენ, საქართველოში სურდათ რამდენიმე მილიარდიანი საინვესტიცო პროექტის განხორციელება. მათ ინტერესის სფეროს წარმოადგენდა სახელმწიფო პროექტები, ზოოპარკის მშენებლობა, წყალი, რომელიც უნდა გაეტანა მილების ტრასით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, სატვირთო აეროპორტის მშენებლობა ფოთში, ბათუმის რამდენიმე მსხვილი სასტუმრო და ტელევიზია, რაზეც მათ გააფორმეს შეთანხმების მემორანდუმები, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები და სხვადასხვა კონტრაქტები კერძო ბიზნეს პროექტებზე.

"კონტრაქტების გაფორმების შემდეგ, როგორც გაირკვა, შეიხ შავან აბდულ ჰადი სუფან ალ აჰბაბსა და მის წარმომადგენელ ისრაელ ახმედოვს არ აღმოაჩნდათ ამ პროექტების განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსი, მათ აღნიშნული ბიზნესპროექტები უნდა წარედგინათ დუბაიში არსებულ ბანკში, რათა აეღოთ კრედიტი ამ საინვესტიციო საქმიანობის განსახორციელებლად. სასურველი კრედიტის ლოდინში ყველა კონტრაქტით გათვალისწინებული ვადები დაარღვიეს, ამის შემდეგ ხელმეორედ გასცეს საგარანტიო წერილები და ეს ვადებიც დაარღვიეს.

 

აღნიშნული ქმედებები აჩენდა უამრავ კითხვას, მათი თქმით, მათ საივესტიციო პროექტები წარმატებით განხორციელებული ჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად, ყაზახეთში, ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვეძიებია ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ, აღმოჩნდა რომ ყაზახეთშიც მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა სახელმწიფო პროექტები და განსაკუთრებით მსხვილი სამშენებლო პროექტები, მაგრამ მათი შესრულება დღემდე არ დაუწყიათ, სახელმწიფო კი ამ შეუსრულებელი ვადებულებების გამო აღნიშნულ პროექტებზე სხვა საინვესტიციო კომპანიებს ეძებს.

 

დღემდე მათ არცერთი კონტრაქტით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ აქვთ შესრულებული, მათი უპასუხისმგებლო ქმედების გამო მრავალმა ქართველმა ბიზნესმენმა ზარალი განიცადა, ჩვენი ინფორმაციით, .. საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებს  წინასწარ თანხებიც აქვთ აღებული მომავალში კონტრაქტის განხორციელების სანაცვლოდ.

 

სავარაუდოდ, ეს არის კარგად შემუშავებული სქემა, სახელმწიფო პროექტების, სახელმწიფოსთან თანამშრომლობითა და თანამონაწილეობით დადებული შეთანხმებების, მსხვილი ბიზნესპროექტების საშუალებით მიიღონ მრავალმილიონიანი სესხი, რომელსაც რეალურად განხორციელება არ უწერია", - აცხადებს წყარო.


 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016