reportiori.ge - ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:39
ეკონომიკა
ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა
08 ნოემბერი, 2013. 19:10

საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, ეროვნულ ბანკში დღეს პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას არც მოკლევადიან და არც გრძელვადიან პერიოდში საფრთხე არ ემუქრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამართულ სავალუტო აუქციონზე დღეს 20 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი 1.6774 შეადგინა.  გუშინ ლარის ღირებულებამ 1,6793 ნიშნულს მიაღწია, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ეროვნული ვალუტა ერთი კვირის განმავლობაში უმნიშვნელოდ, მაგრამ სტაბილურად უფასურდებოდა. ამ პერიოდში კურსმა 0,01 პუნქტით, 1,66-დან 1,67-ზე გადაინაცვლა.


ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურება ხელოვნურად, ბიუჯეტის "გადასარჩენად" ხორციელდება, მეორე ნაწილის აზრით, ძველ ხელისუფლებას კურსი ხელოვნურად ეჭირა, დღეს კი ეროვნული ვალუტა ამ კონტროლისგან თავისუფალია. 


როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა აღნიშნა, ლარის კურსის მერყეობა ჩვეულებრივი მოვლენაა და ამით ბაზარზე განსაკუთრებული არაფერი ხდება. 

"კურსის ცვალებადობა, რომელსაც თქვენ ხედავთ, ყოველთვის ფიქსირდებოდა - ადრეც იყო, მომავალშიც იქნება და ეს არის კურსის დამახასიათებელი ჩვეულებრივი ფუნქცია. ასეთი მერყეობა თუ სხვა ქვეყნებსაც ავიღებთ, ყოველდღიურად ხდება, რაც მთავარია, ფინანსურ სტაბილურობას, არც მოკლევადიან და არც გრძელვადიან პერდიოში საფრთხე არ ემუქრება და ამის გარანტი არის ეროვნული ბანკი", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.  კურსის ხელოვნური ჩარევით შენარჩუნება

არჩილ მესტვირიშვილმა კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა, რომ "ხელოვნური ჩარევა ტექნიკურად გამორიცხულია". 
"დოლარის კურსის ზრდაში საგანგაშო არაფერია", - დღეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმაც განაცხადა. როგორც მინისტმა "პალიტრა ტივისთან" ინტერვიუში აღნიშნა, დოლარი 2 პუნქტით არის გაზრდილი, რაც სეზონური ფაქტორებით, კერძოდ, კი ტურისტების შემცირებით არის განპირობებული. ტურიზმი კი დოლარის შემოდინების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. 
მინისტრის განცხადებით, ეროვნულ ბანკთან კურსის თაობაზე მუდმივი კონსულტაციები მიდის. "ჩვენ ყველას ლარის პულსზე ხელი გვიჭირავს და თუ საჭირო გახდება ჩარევა, ეროვნული ბანკი მზად არის. მას წელს ძალიან გაეზარდა სავალუტო რეზერვები და არანაირი საფრთხე კურსის გაუარესების არ არსებობს, მით უმეტეს, ექსპორტი იზრდება", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
 ინფორმაცია ინტერნეტპორტალმა "BPN"-მ გაავრცელა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016