reportiori.ge - ქიბარ ხალვაში: მივმართავ „რუსთავი 2“-ის უკლებლივ ყველა თანამშრომელს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:04
მთავარი თემა
ქიბარ ხალვაში: მივმართავ „რუსთავი 2“-ის უკლებლივ ყველა თანამშრომელს
ავტორი:
22 ოქტომბერი, 2015. 03:35



ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელიც „რუსთავი 2"-ის წილებისთვის იბრძვის, „რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს მიმართავს:


დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს მართლაც შესტკივა გული თავისუფალ სიტყვაზე და დამოუკიდებელ მედიაზე. სწორედ ამიტომ მოგმართავთ და კიდევ ერთხელ  გავიმეორებ -  რუსთავი 2"-ის  დაბრუნებასთან დაკავშირებულ დავაში ჩემი გამარჯვება იქნება სწორედ  გარანტია იმისა, რომ  ჩვენი არხი გახდება მიუკერძოებელი მედიასაშუალება და დაიბრუნებს საზოგადოების მხრიდან პატივისცემას.

 

ტელევიზიის სამართლებრივი გზით დაბრუნების მჯეროდა მაშინ, როცა ამაზე ფიქრიც კი აკრძალული იყო. მჯეროდა მაშინაც, როდესაც ნაციონალური მოძრაობისნებაზე მთლიანად დამოკიდებულ სასამართლოში და პროკურატურაში ვცდილობდი ჩემი სიმართლის დამტკიცებას.

 

გპირდებით ყველას -  ჟურნალისტებს, პროდიუსერებს, ოპერატორებს, ტექნიკურ მუშაკებს, ყველას - ტელეკომპანიაში თქვენი მუშაობა გახდება თავისუფალი ნებისმიერი სახის ზეწოლისგან, კომფორტული, დაცული და დაფასებული. თქვენი ჟურნალისტური საქმიანობა დაემყარება მხოლოდ თქვენსავე პროფესიონალიზმს და ჟურნალისტური ეთიკისადმი თქვენს ერთგულებას.

 

არხი გათავისუფლდება პოლიტიკური ძალების დიქტატისგან და გახდება მაქსიმალურად პლურალისტური. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არ დავუშვებ იმას, რომ  გვარამია-სააკაშვილის ტანდემმა რუსთავი 2გააკოტროს და არხის 800-ზე მეტი თანამშრომელი აღებული კრედიტების პირისპირ, ულუკმაპუროდ დატოვოს. არ დავუშვებ, ადამიანები, რომლებიც უნდა ემსახურონ თავისუფალი სიტყვის დაცვას, ქუჩაში გამოყაროს ვინმემ.

 

ვაცხადებ ღიად, ვაცხადებ საჯაროდ! არხის ნებისმიერთანამშრომელი, რომელიც თვლის, რომ მისი უპირველესი მოვალეობა არა პარტიული დავალებებისადმი, არამედ პროფესიონალურად და ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისად, თავისუფალი სიტყვის ერთგულებაა, უმუშევარი არ დარჩება და არ დაკარგავს სამსახურს!

 

დღეს რუსთავი 2" არის ნაციონალური მოძრაობის" მარწუხებში მოქცეული და  იმართება პოლიტიკური დაკვეთებით. ამ პროცესს ხელმძღვანელობს გვარამია,  რომელმაც სააკაშვილთან,  ადეიშვილთან, მერაბიშვილთან, ახალაიებთან და კიდევ სხვებთან ერთად შექმნა სისტემა, რომელმაც ქვეყანა დესპოტიზმის ჩიხში შეიყვანა.

 

ერთადერთი, ვისაც ზემოთქმულს არ დავპირდები, ეს სწორედ ტელეკომპანიის  ამჟამინდელი გენერალური დირექტორი და მისი პრინციპების გამზიარებლები არიან.  ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიის გამტარებლები ვერ იქნებიან იმ ორგანიზაციის  ხელმძღვანელები,  რომელსაც პრეტენზია აქვს თავისუფალ სიტყვაზე და მიუკერძოებლობაზე.

 

ქართველი ხალხის სულში ჩაფურთხებაა, როცა მედიაპლურალიზმზე საუბრობს და ყელყელაობს ადამიანი, რომელმაც ცივილიზებული მსოფლიოსგან განსხვავებით, იმედის" სასტიკ დარბევას მხარი დაუჭირა. ის კეზერაშვილთან ერთად ხელმძღვანელობდა საკუთრების უმოწყალო დარბევას, გადაწვას, ოჯახის წევრების მძევლად აყვანას, ტერორს და განუკითხაობას, ათასობით ქართველის უკანონო დევნას.

 

სწორედ ამიტომ და თუნდაც, მხოლოდ ამიტომ კოლექტიურ გვარამიას არაფერს დავპირდები და არაფრის გარანტიას არ მივცემ!

 

ვამბობ ცხადად და გასაგებად - არხი არ დაიხურება, სამსახურს არავინ დაკარგავს. ტელევიზიაზე ჩემი უფლებების აღდგენის შემდეგ, ამუშავდება პრინციპი - ყველას მინუს ერთი და ეს მინუს ერთი სწორედ კოლექტიური გვარამია იქნება", - ნათქვამია ხალვაშის განცხადებაში.






წყარო: For.ge




 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016