reportiori.ge - მაკა რაზმაძე: მე ვიყავი რადიკალი და ვიცი- რადიკალიზმი დამღუპველია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 02:50
მედია
მაკა რაზმაძე: მე ვიყავი რადიკალი და ვიცი- რადიკალიზმი დამღუპველია!
ავტორი:
23 ოქტომბერი, 2015. 04:01


ჟურნალისტი მაკა რაზმაძე საზოგადოებას მოუწოდებს რადიკალური ნაბიჯებისგან თავი შეიკავონ, რადგან რადიკალიზმს ქვეყნის მომავლისთვის კარგი არაფერი მოაქვს.


ამის შესახებ რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს...



„მე ვიყავი რადიკალი, ჩვენ ვიყავით რადიკალები, არ დავიხიეთ უკან არც ერთი ნაბიჯით და მოხდა სამოქალაქო დაპირისპირება- მოხდა ის ომი, რომელმაც ძალიან დიდი ხნით დაგვხია უკან, დაგვინგრია ცხოვრება და დღემდე გახლეჩილია ჩვენი ქვეყანა...

ის ადამიანები, ვინც ვერ აკეთებენ დასკვნებს და ვერ ცვლიან მწარე გამოცდილების მიუხედავად ვერაფერს- არიან საშიშნი, რადგან არიან ისევ რადიკალები და ქვეყანას მიაქანებენ ისევ იქით საიდანაც ვერ გამოვედით აგერ უკვე 20 წელზე მეტია...

პოლიტიკას უყვარს ხანდახან უკიდურესი ნაბიჯები. ხანდახან უყვარს ვა-ბანკიც, მაგრამ ამის საზღაურს ყოველთვის იხდის ხალხი. ის უბრალო ხალხი, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია ერთნაირი იმედით დაყვება ხან ერთ, ხან მეორე, ხან მესამე და ხან მერამდენე პოლიტიკურ ძალას...

რადიკალიზმი არის დამღუპველი! რადიკალიზმი და არ დათმობა არის ჩიხი საიდანაც მხოლოდ ერთია გამოსავალი- იარაღი და ომი!

დათმობა ყოველთვის დამარცხებას არ ნიშნავს.

იარაღით მოგება ყოველთვის გამარჯვებას არ ნიშნავს!

ღმერთმა გვაშოროს ისევ იმ გზის გავლა....

მე ვიყავი რადიკალი და ვიცი-რადიკალიზმი დამღუპველია!"- აღნიშნავს რაზმაძე. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016