reportiori.ge - საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ოთხი სოფლის გაზიფიცირება დასრულდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:48
რეგიონები
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ოთხი სოფლის გაზიფიცირება დასრულდა
ავტორი:
23 ოქტომბერი, 2015. 15:54


ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და აზერბაიჯანული კომპანიის „სოკარ ჯორჯია გაზის" გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ანტონ სამსონიძემ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურსა და ბადიაურში ახლადაშენებული გაზსადენები გახსნეს.


ენერგეტიკის მინისტრმა და კომპანიის წარმომადგენლებმა ორივე სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.


გარდა ამისა, მინისტრმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში პატარა ჩაილური და მზისგული ახლადაშენებული გაზსადენები დაათვალიერა და ოჯახებში გაზქურა აანთო.

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  სოფლების გაზიფიცირების პროცესში დაახლოებით 4000-მდე ახალი აბონენტი გაზიფიცირდა, რომელთაც  ექნებათ საშუალება, ისარგებლონ ბუნებრივი აირით და მიხარია, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2017 წლის ბოლოსთვის  სრულიად საქართველოს მასშტაბით  დავასრულებთ გაზიფიცირების სამუშაოებს.

 

ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს, ოჯახს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ისარგებლოს ბუნებრივი აირით, ელექტროენერგიით ,წყლით. ეს არის ის მინიმალური პირობები, რასაც ჩვენ  ვახორციელებთ და ეს წლების განმავლობაში  პრობლემა იყო. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობას აქვს საშუალება, ისარგებლოს გრძელვადიანი განვადებით თქვენ იცით, რომსაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ" ქსელში დაერთების საფასური 600 ლარიდან 400 ლარამდე  შეამცირა  და ასევე მოსახლეობას აქვს საშუალება გააკეთოს განაცხადი და 400 ლარის გადახდის შემთხვევაში, ისარგებლობლოს გრძელვადიანი უპროცენტო განვადებით. ყოველთვიურად მოუწევს 25 ლარის გადახდა  რომელსაც დაემატება ბუნებრივი აირის მოხმარების საფასური.

 

ვფიქრობ, დღევანდელი  სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეღავათი", - განაცხადა კახა კალაძემ.



კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა" სოფელ თოხლიაურში 24,3 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა, რის შედეგადაც სოფელში მცხოვრებ 510 პოტენციურ აბონენტს გაზის  საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.

სოფელ ბადიაურის მიმართულებით, 65,8 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი აშენდა, რის შედეგადაც სოფელში მცხოვრებ 618 პოტენციურ აბონენტს გაზის  საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.

სოფლების პატარა ჩაილური და მზისგული გაზიფიცირებისთვის აშენდა 17 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის მიღების შესაძლებლობა ამ სოფლებში მცხოვრებ 666 ოჯახს მიეცა.

დღეისათვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ოთხივე ახლადგაზიფიცირებულ სოფელში მცხოვრები 1 167 აბონენტი უკვე უზრუნველყოფილია ბუნებრივი გაზით. 

დღეისათვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში აშენებულია 226 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი და გაზიფიცირებულია 5 300 აბონენტი. ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" 11 331 აქტიურ აბონენტს ემსახურება.

კახეთის რეგიონში 1 088 კმ გაზსადენის მშენებლობის შედეგად, 35 132 აბონენტია გაზიფიცირებული. დღეისათვის რეგიონში 62 152 აქტიური აბონენტია რეგისტრირებული.

მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა" მთელი საქართველოს მასშტაბით 5 150 კმ სიგრძის გაზსადენი ააშენა და ბუნებრივი გაზით 207 989 აბონენტი უზრუნველყო.

შეგახსენებთ:  ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტარიფი 600 ლარიდან 400 ლარამდე  შემცირდა.

ენერგეტიკის სამინისტროსა და გაზგამანაწილებელი კომპანიების  შეთანხმებით, ისევ შენარჩუნებულია ამ თანხის ეტაპობრვი გადახდის მექანიზმი და მოსახლეობას უკვე შემცირებული ტარიფის გადახდა  25 ლარიანი პორციებით, 16 თვის განმავლობაში შეეძლება.  მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016