reportiori.ge - ნიკა ჩიტაძე: ქართული ეკონომიკა პოსტსაარჩევნო პერიოდში გარკვეულ სიძნელეებს აწყდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:42
ეკონომიკა
ნიკა ჩიტაძე: ქართული ეკონომიკა პოსტსაარჩევნო პერიოდში გარკვეულ სიძნელეებს აწყდება
09 ნოემბერი, 2013. 12:21

ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თუ ქვეყნის მშპ არ გაიზარდა, ხელისუფლება აღებული სოციალური ვალდებულების შესრულებას ვერ შეძლებს.


„მოგეხსენებათ, ქართული ეკონომიკა პოსტსაარჩევნო პერიოდში გაკრვეულ სიძნელეებს აწყდება. მესამე კვარტლში  ქვეყნის მშპ  მხოლოდ 1,3% -ით გაიზარდა. იყო პერიოდები, როდესაც ზრდა საერთოდ არ ყოფილა,  ივნისში 0,9 %-ანი დაცემა იყო დაფიქსირებული. აქედან გამომდინარე, საუკეთესო შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2013 წლის მონაცმებით 2.5 % შეადგენს.


სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, გაზარდა გაკრვეული სოციალური დახმარება. ამოქმედდა უფასო მშობიარობის, უფასო ჯანდაცვის პროგრამები. აღსანიშნავია ისიც, რომ მომავალ საბიუჯეტო პარამეტრებში გათვალისწინებულია ჯანდაცვისა და სოციალური სამინისტროს დაფიანსების ზრდა დახლოებით 355 მილიონი ლარით. საბოლოო ჯამში დაფიანსებამ უნდა მიაღწიოს 2,7 მილიარდ ლარს. ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო 6% ეკონიკური ზრდის პირობებში. როგორ შეიძლება ხელისუფლებამ შეასრულოს აღებული სოციალური ვალდებულება თუ არ იქნება უზრუნველყოფილი დამტებითი შემოსავლები? ხელისუფლებამ უკვე აღიარა, რომ შესაძლებელია ბევრი საბიუჯეტო ვალდებულება ვერ იქნეს შესრულებული. ოპოზიცია აცხადებს, რომ შესაძლოა ბიუჯეტმა ვერ მიიღოს ერთი მილიარდი ლარი. ბუნებრივია, ეს ყველაფერი წარმოშობს პრობლემებს ქვეყნის ეკონომიკის წინაშე", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016