reportiori.ge - ვისი სურათი უნდა ეკიდოს ჭიჭიკიას „სპალნაში“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 22:51
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ვისი სურათი უნდა ეკიდოს ჭიჭიკიას „სპალნაში“
28 ოქტომბერი, 2015. 16:12



ერთი ძველი ანეკდოტი მახსენდება, მეგრელი ეკითხება გურულს - გამოიცანი,  რა არის, წითელია, ჭყვიტინებს და როიალზე დევსო. ვერ გამოიცნო გურულმა და მითხარი პასუხიო. გოჭიო, უპასუხა მეგრელმა. რატომ წითელი და როიალზე რა უნდაო? გოჭი ჩემია, რა ფერადაც მინდა შევღებავ და სადაც მინდა, იქ დავდებო, იყო პასუხი - რკინის ლოგიკაა, ვერაფერს ვიტყვი.


ახლა ეს ანეკდოტი რამ გამახსენა, იცით? ბოლო დღეებში ყოფილი და მოქმედი ჩვენი პოლიტიკოსები აქტიურად მსჯელობენ, სტალინის სურათი უნდა ჩამოვკიდოთ ყველა ქართველის ოჯახში თუ არა. იოსებ ბესარიონოვიჩს ამ შემთხვევაში არაფერს ვერჩი, საკითხავი სხვა რამეა: პატივცემულო კანონშემოქმედებო და საზოგადო მოღვაწეებო, საქმე გამოგელიათ? სხვა ყველაფერი ხომ შვეიცარიული საათივით გვაქვს  აწყობილი, ჰოდა, ახლა მოდით, გავმართოთ პოლემიკა, სტალინის სურათი უნდა მეკიდოს „სპალნაში" თუ ჭიჭიკიას წითელი გოჭის.


მთლად სურათის ჩამოკიდებაზე არა, მაგრამ 2013 წელს ჩვენი ახლანდელი პრეზიდენტისეული შეფასებაც მახსოვს სტალინის თაობაზე და ამაზეც მინდა მცირე რეპლიკა შემოგთავაზოთ, მანამდე მარგველაშვილის ციტატას მოვიყვან:

„მე ვერ გეტყვით, რომ სტალინის პიროვნება რამენაირად გადავაფასე, მაგრამ შემიძლია, დროის გასვლის პარალელურად გითხრათ, რომ ერთ საუკუნეში, დავუშვათ, როდესაც ის ოჯახები, რომლებსაც რეჟიმმა მიაყენა ტკივილი, დაივიწყებენ ამ ტკივილს, არ ეყოლებათ ბაბუები, ბებიები, რომლებმაც იტვირთეს ამ რეჟიმის ტვირთი, სტალინი იქნება აღქმული, როგორც ერთ-ერთი ძალიან დიდი მხედართმთავარი და ეს იქნება ის, რასაც დაწერენ სტალინზე, იმიტომ, რომ ის რეალურად იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი იმპერიის ხელმძღვანელი და აგრეთვე მხედართმთავარი, რომელმაც მოიგო მეორე მსოფლიო ომი. ეს ორი მსოფლიო ომი კი იყო ევროპის უდიდესი ტკივილი და უდიდესი კატასტროფა, რომლის შედეგადაც, კაცობრიობა მივიდა იმ დასკვნებამდე, როგორ უნდა იცხოვროს ერთობლივად ევროპამ. სტალინს ამ გამარჯვებაში ლომის წილი აქვს, შესაბამისად, სტალინს მომავალში აღიქვამენ, როგორც ძალიან დიდ პოლიტიკოსს და ძალიან დიდ მხედართმთავარს".


მინდა გითხრათ, ბატონებო, რომ სტალინის როლს და ადგილს კაცობრიობის ისტორიაში ვერც რეპრესირებული ოჯახების წარმომადგენლები, ვერც გადამდგარ-დასკუპებული პრემიერები და პრეზიდენტები გადაწყვეტენ. ამისთვის არსებობს გაცილებით დიდი მსაჯული - ისტორია და სწორედ ის მიუჩენს (თუ უკვე არ მიუჩინა) კუთვნილ ადგილს სოსო ჯუღაშვილს.


P.S. სხვათაშორის, როდესაც ამ პიროვნების შეფასებას ცდილობთ, ნუ დაივიწყებთ, რომ მის კალამს ეკუთვნის გენიალური ლექსი „ვარდს გაეფურჩქნა კოკორი..."

 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016