reportiori.ge - ლევან კალანდაძე,: „doing business“-ის ტიპის რეიტინგები ხელისუფლებისთვის კარგი სიგნალი და მოტივაციაა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:23
ეკონომიკა
ლევან კალანდაძე,: „doing business“-ის ტიპის რეიტინგები ხელისუფლებისთვის კარგი სიგნალი და მოტივაციაა!
ავტორი:
28 ოქტომბერი, 2015. 19:44


ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლევან კალანდაძე, მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ „doing business"-ის ანგარიშს, დადებითად აფასებს.


როგორც კალანდაძე აცხადებს, მსოფლიო ბანკის „Doing Business" საქართველოსთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი კვლევა იყო.


ძალიან ხშირად ჩვენ ვაპელირებდით და სწორებას ვაკეთებდით ამ კვლევებზე. ყოველთვის მნიშვნელვანია რას ფიქრობს მსოფლიო ბანკი და  „doing business"-ის რეიტინგი. კარგია რომ საქართველო ამ ეტაპზე მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული კორექტირება მოხდა საქართველოს პოზიციონირებისა, რაც მეთოდოლოგიის ცვლილებით იყო გამოწვეული. აღსანიშნავია ის, რომ საქართველოს მდგომარეობა ისევ მოწინავეა. საქართველოს პრაქტიკულად არცერთი კომპონენტის მიხედვით არ გაუარესებია მაჩვენებელი, პირიქით 5 კომპონენტში გაუუმჯობესდა",- განაცხადა ექსპერტმა.


ლევან კალანდაძის შეფასებით, კარგია ისიც, რომ მსოფლიო ბანკი კონკრეტულ მიღწევებს აღნიშნავს.


კონკრეტული ქეისები, რომელიც შეიძლება როგორც ინვესტორებისთვის, ასევე საქართველოსთვის დაინტერესებული პირებისთვის საყურადღებო და ხაზგასასმელი იყოს, მხედველობაში მაქვს მშენებლობის და კონტრაქტების აღსრულების საკითხი. მსოფიო ბანკი ამ დეტალს ხაზს უსვამს. შემდგომ საქმიანობაში საქართველოს ხელისუფლებისთვის  ეს იქნება სანიმუშო და სამაგალითო, რადგან კონკრეტული რეფორმების განხორციელება აუცილებლად ხაზგასმული და მინიშნებული იქნება სამომავლოდაც მსოფლიო ბანკისთვის. ეს არის პოზიტიური სიგნალი ინვესტორებისთვის საქართველოთი დაინტერესების ან საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით",- აღნიშნა ექსპერტმა.


კალანდაძე მიიჩნევს, რომ ასეთი ტიპის რეიტინგები ყოველთვის კარგი სიგნალი და მოტივაციაა ხელისუფლებისთვის, რომ გარკვეული რეფორმების გატარება გააგრძელოს და რეგულაციები დახვეწოს.


მითუმეტეს, ქვეყნის ორი ძირითადი ვექტორი ევროკავშირის და ჩინეთის მიმართულება კიდევ უფრო მნიშვნელოვნად აყენებს ინვესტორებისთვის პოზიტიური მესიჯის გაგზავნის აუცილებლობის საკითხს. თუ ხელისუფლებისგან ეს ტრენდი გაგრძელდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ინვესტორების საქართველოსადმი დაინტერესება, კიდევ უფრო პოზიტიური იქნება. საბოლოო  ჯამში ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოებასა და ხელისუფლებაზე, რამდენად თანმიმდევრულები ვიქნებით და რამდენად სწრაფად გავაგრძელებთ რეფორმების პროცესს სამომავლოდ. ამ კუთხით ხელისუფლებას პრიორიტეტები სწორად აქვს გამოკვეთილი, ამ პრიორიტეტების მენეჯმენტი და განხორციელება მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული სწრაფ, დროულ და თამამ გადაწყვეტილებებზე. ჩენ უნდა გავაგრძელოთ თამამი გადაწყვეტილებები ბაზრის ლიბერალიზაციის და ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესების თვალსაზრისით",- აღნიშნა კალანდაძემ.


ექსპერტის მტკიცებით, თამამი ნაბიჯები ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება და ზოგადად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული პოლიტიკა, უნდა გახდეს უფრო მეტად პრობიზნესური, ანუ არ უნდა მოერიდოს იმაზე საუბარი, რომ ქვეყნის ნომერ პირველი გამოწვევა დღეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებაა.


ამ ინვესტიციებისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის მაქსიმალურად კომფორტული საკანონმდებლო გარემო უნდა შიქმნას. ხელისუფლება თავად უნდა იყოს კონკრეტული საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტების ლობისტი და ხელშემწყობი. არ უნდა მოგვერიდოს საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება უნდა ჩადგეს ბიზნესის და მისი ინტერესების სამსახურში",- აღნიშნა ექსპერტმა.


მსოფლიო ბანკმა 2016 წლის „Doing Business"-ის ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის მონაცემებით "ბიზნესის კეთების" სიმარტივით საქართველო 189 ქვეყანას შორის 24-ე ადგილს იკავებს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016